Home » მსოფლიო » ევროზონას საბერძნეთის მესამე სესხის დამტკიცება IMF-ის გარეშე მოუწევს
ევროზონას საბერძნეთის მესამე სესხის დამტკიცება IMF-ის გარეშე მოუწევს

ევროზონას საბერძნეთის მესამე სესხის დამტკიცება IMF-ის გარეშე მოუწევს

იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, საბერძნეთი მესამე კრედიტის პირველ ნაწილს მიმდინარე კვირაში მიიღებს,-აღნიშნულის შესახებ CNN Money წერს.

ახალი ანტიკრიზისული პაკეტი, რომელიც 86 მილიარდი ევროს მიღებას გულისხმობს (95 მილიარდი დოლარი), საბერძნეთს ფინანსური კოლაფსისგან იხსნის.

CNN-ის ინფორმაციის მიხედვით, დღეს გერმანიის პარლამენტში უნდა მოხდეს ხმის მიცემა საბერძნეთისათვის ახალი კრედიტის გადაცემასთან დაკავშირებით. გერმანიის კანონმდებლების უმრავლესობის მოლოდინი, საბერძნეთისათვის ახალი სესხის დამტკიცებაა. რეალურად, ყველა ქვეყანა, სადაც ევრო ვალუტაა, თანახმაა საბერძნეთისათვის ახალი პაკეტის გადაცემაზე, თუმცა ადრინდელი სიტუაციებისგან განსხვავებით, ამჯერად, ევროზონას ამ ყველაფრის გაკეთება მთავარი ფინანსური მხარდამჭერის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) გარეშე მოუწევს. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წინა ორ კრედიტის მიცემაში მიიღო მონაწილეობა, რაც ორგანიზაციას 233 მილიარდი ევრო (257 მილიარდი დოლარი) დაუჯდა.

Share