Home » საზოგადოება » ,„ევროპულ სკოლაში“ ევროპული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
,„ევროპულ სკოლაში“ ევროპული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

,„ევროპულ სკოლაში“ ევროპული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

2018 წლის 7 მაისს , „ევროპულ სკოლაში“ ევროპული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა,სადაც მოწვეულ სტუმრებს ქონდათ საშუალება გაცნობოდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების კუთხეებს, დაეთვალიერებინათ თითოეული ქვეყნის ტრადიცია, კულტურა და დაეგემოვნებინათ მათი სამზარეულო.

მოწვეულ სტუმრებს შორის გახლდათ, როგორც ევროკავშირში შემავალი ქვეყნების საელჩოები, ისე დიპლომატები და სახელმწიფო სტრუქტურებიდან მათ შორის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბ-ნი მიხეილ ჯანელიძე. მინისტრმა საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს ევროპის დღესასწაული მიულოცა და ევროკავშირში საქართველოს გაწვერიანების პრიორიტეტებსა და ამ პროცესში განათლების მნიშვნელობაზე ისაუბა.

„ევროპულ სკოლაში“ევროპული დღე წელს მერვედ აღინიშნა, რომელიც უკვე ტრადიციად არის ქცეული. სკოლის მიზანია, როგორც საერთაშორისო სკოლა, შევქმნათ ის მეგობრული გარემო, რომელშიც ქართველი და უცხოელი მოსწავლეები მიიღებენ განათლებას, კეთილგანწყობილ ატმოსფეროში.

ამჟამად სკოლაში ირიცხება 23 განსხვავებული ეროვნების მოსწავლე,სკოლის კულტურული მრავალფეროვნება კი სრულყოფს “ევროპულ სკოლაში“ არსებულ განათლების მაღალ დონეს.

„ევროპული სკოლისთვის“, მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს  მოსწავლეებს, გახდნენ გლობალურად მოაზროვნე, საერთაშორისო მოქალაქეები გაეცნონ და გაიზიარონ სხვადასხვა ქვეყნების კულტურა და ტრადიციები.

Share