Home » მსოფლიო » ევროპულ ბაზარზე ბუნებრივი აირის ფასი 40%-ით შემცირდა

ევროპულ ბაზარზე ბუნებრივი აირის ფასი 40%-ით შემცირდა

ევროპულ ბაზარზე გაზპრომისთვის ”დღესასწაული”, როდესაც ზამთარში ფასები ასეულობით პროცენტით გაიზარდა და 2 წლის მაქსიმუმს მიაღწია, დასრულდა.

მას შემდგომ, რაც ევროპულ ქვეყნებში (გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი და სხვა) გაზაფხულის ტემპერატურა (10-17 გრადუსი) დადგა, ბუნებრივი აირის ფასმა იკლო.

ნიდერლანდურ ბაზარზე ბუნებრივი აირის ფასი 40%-ით შემცირდა და ათას კუბურ მეტრზე 199 დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც იანვრის შუა რიცხვებში მისი ფასი 335 დოლარს შეადგენდა.

კიდევ უფრო მეტადაა შემცირებული ფასები აზიის ბაზარზე, სადაც ზამთრის დასაწყისში Platts JKM ინდექსი 1150 დოლარამდე შემცირდა 1000 კუბამეტრზე.

finanz.ru

Share