Home » ეკონომიკა » ევროპისა და აშშ-ს ვალუტის პროგნოზები – რა ელოდება ლარს მთავრობის ინიციატივების ფონზე
ევროპისა და აშშ-ს ვალუტის პროგნოზები - რა ელოდება ლარს მთავრობის ინიციატივების ფონზე

ევროპისა და აშშ-ს ვალუტის პროგნოზები – რა ელოდება ლარს მთავრობის ინიციატივების ფონზე

ევროპის ცენტრალური ბანკის ხელძღვანელის მარიო დრაგის ბოლო გამოსვლიდან  გაისმა რამოდენიმე საყურადრებო მესიჯი, რომელის გაანალიზებაც გვაძლევს 2017 წელს, ევროპულ საფონდო ბაზრებზე სიტუაციების განვითარების  გარკვეულ  სურათს .

მისი განცხადებით მინიმუმ  6 თვე კიდევ იქნება შენარჩუნებული რბილი ფულად საკრედიტო -პოლიტიკა,გარდა ამისა შემცირებული იქნება  ობლიგაციების  ”მოცულობებით”  შესყიდვის  პროგრამები,  60-80 მილიანი ევროს ფარგლებში თვიურად. ანუ ეს ნიშნავს რომ  ევროპის ცენტრალული ბანკი,მოყოლებული  2017 წლის აპრილიდან  -დეკემბრამდე დაბაჭდავს ( გამოუშვებს) მინიმუმ 360 მილიონ ევროს, რომელსაც მიმართავს ევრიკავშირის ეკონომიკისაკენ, კერძოდ  სავალუტო და საფონდო ბაზრებისაკენ. ამით მან ინვესტორებს ინტერესი გაუღვიძა რისკიანი აქტივებისაკენ.

ძირითადი მოტივი ასეთი პროგრამის, გახლავთ ინფლაციის დონის 2% მდე მიღწევა აი  ეს დაისახა მარიო დრაგიმ მთავარ მიზნად. მოდით  შევაფასოთ  მისი გამოსვლიდან რამოდენიმე  ფრაზა:

1)”თუ პერსპექტივაში ეკონომიკური სიტუაცია უარესობისაკენ  წავა,მაშინ ევროპის ცენტრალური ბანკი (ეცბ)  შეგნებულად მოახდენს აქტივების მოცულობების შესყიდვების ზრდას” დრაგის ამ სიტყვებმა მოგვცა წარმოდგენა ,თუ როგორ ფულად საკრედიტო პოლიტიკას გაატარებს ევროპელი რეგულატორი  მომავალში. რათქმაუნდა პირველ რიგში ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ რა მონაცემებს  მიიღებს  კაპიტალის ბაზარი და რეგულატორი, დალაგდა თუ არა დაკრედიტების საკითხები,უმუშევრობის დონემ დაიწია ფსიქოლოგიური ნიშნულის 10%ის  ქვემოთ,სამომხმარებლო ფასების ინდექსი იზრდება ნელა,ვარაუდობენ 2017 წელს გაიზრდება 1,3% მდე და 2018 წელს 1,5 % მდე, ხოლო სასურველ დონეს 2020 წლამდე მიაღწევს.. მეორეს მხრივ  ასეთი რბილი ფულად საკრედიტო პოლიტიკის   გაგრძელებისათვის  მნიშვნელოვანია სხვა მრავალი ფუნდამენტალური ფაქტორიც. გარდა იმისა, რომ ინფლაციის მაჩვენებელი შორსაა სასურველისაგან, სვროკავშირის  პერიფერიებში არის პოლიტიკური ფაქტორებიც. იმ შემთხვევაში თუ  ეცბ  არ გამოისყიდის აქტივებს,მაშინ  იტალიის,პორტუგალიის,ესპანეთისა და საბერძნეთის  ევრობონდების შემოსავლიანობა შეიძლება ძალიან   გაიზარდოს ,რაც ტექნიკურად  შეიძლება გახდეს  ევროკავშირიში მრავალი  ფინანსური ინსტიტუტის დეფოლტის მიზეზი. ასეთის როლში პირველ რიგში გვევლინება იტალიური ბანკები და გერმანიის დოიჩე ბანკიც.

2)”მომჭკნარი რეფორმების გამო,ევროკავშირის ეკონომიკური ზრდა იქნება შენელებული”-მარიო დრაგის ეს სიტყვები უნდა განვიხილო ,როგორც  მორიგი მინიშნება, რომ ეცბ  როგორც, მასტიმულირებელი ფულად-საკრედიტო პოლიტიკისა არ არის მზად გადაჭრას ყველა პრობლემა თუ ევროკავშირის  ქვეყნების პოლიტიკურ ელიტას არ ძალუძს  გაატაროს საჭირო ეკონომიკური რეფორმები. დამატებითი თავის ტკივილი მარიო დრაგს სწორედ  იტალიის კონსტიტუციურმა  რეფერენდუმმა გაუჩინა, რომელიც ევროს კურსს ზეწოლის ქვეშ ამყოფებს.

3)”პერსპექტივაში ეკონომიკური ზრდის,რისკთა ბალანსი გადახრილია ნეგატივისკენ”-დრაგის ეს სიტყვები მიანიშნებს ,რომ  პერსპექტივაში  ეცბ არაა დარწმუნებული  ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებაში, რადგანაც არსებობს მრავალი ფაქტორი  რომელიც ხელს უშლის ეკომომიკის ზრდას. ნაკლებად სავარაუდოა დაესახელებინა დრაგს ეს ფაქტორები და არც დაუსახელებია, ვფიქრობთ  ესენია: ჩინეთი,ტრამპი, ბრექსიტი და ევროპის ქვეყნების პოლიტიკური შოუები.

4)   -” ეკონომიკური სიტუაციის   ამ დონეზე   შენარჩუნება  დღეს არ განიხილება”- დრაგის ეს სიტყვები სხვა არაფერია თუ არა,ის რომ ინფლაციის დონისა და მშპ ს ზრდა მიმდინარეობს ძალიან შენელებულად ვიდრე ელოდებოდნენ.

თუ შევაჯამებთ ზემოთაღნიშნულს,სეგვიძლია ვთქვათ, რომ ეცბ -ს ფულად საკრედიტო პოლიტიკა ძირითადში არც შეცვლილა, პირიქით ის  მეტად  პროგნოზირებადი  გახდა.

ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ ,რომ  ერთიანი ევროპის ვალუტის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში  1.05 არეალშიც კი საფრთხის ქვეშაა. ვფიქრობ რომ ევრო დაეცემა ფუნტთან, კანადურ დოლართან და  შცეიცარულ ფრანკთან მიმართებაში.. თუმცა აშშ ს მიერ საპროცენტო განაკვეთის ცვლილებიდან გამომდინარე ევრო უკვე ცამოცდა 1,05  იან ნიშნულს.

შეგახსენებთ ,რომ 2008 წლის ზაფხულში როდესაც მსოფლიო  ფინანსური კრიზისის ზრღუბლზე  იდგა ,ეცბ- მ ერთწლიანი შესვენების შემდეგ 0.25% ით გაზარდა საპროცენტო განაკვეთი და 4,25%  გახადა. აღნიშნული ქმედებით მან ევროპელ მწარმოებლებს  ”ცხოვრება ” გაურთულა, რომლებიც ისედაც წუხდნენ მაღალი ევროს კურსის, აქტივების ღირებულების დაცემისა და  რეფინანსირების მარალი ღირებულებების გამო. ამიტომ ეცბ ს რამოდენიმე თვეში სასწრაფოდ  მოუწია საპროცენტო განაკვეთის დაწევა და ერთი წლის შემდეგ იგი საერთოდ 1%  მდე დაიყვანა.

მეორეჯერ ასეთივე  გაიმეორა ტრიშემ, 2011 წელის შემოდგომაზე   თანამდებობიდან წასვლის წინ, როდესაც რეფინანსირების განაკვათი აწია 1,5%  და ის შემოგომაზევე  სასწრაფოდ იქნა დაწეული,როდესაც  ეცბ ს ხელმძრვანელად მოვიდა ახლანდელი ხელმძღვანელი მარიო დრაგი.

ორივე შემთხვევაში განაკვეთის აწევას ამართლებდნენ ინფლაციის მაღალი დონით. ამ პროცესებმა ევროკავშირში გამოიწვია უმუშევრობის ზრდა. სწორედ იმდოინდელი არასწორი გადაწყვეტილებების შედეგებს იმკის დღესაც ევროკავშირი სადაც უმუშევრობის დონემ მხოლოდ ამ წლის ზაფხულში  მიაღწია  10%  ზე ნაკლებს.

ერთი შეხედვით  თითქოსდა  ჩანს, რომ  მართვის ეს სტილი ისტორიას ჩაბარდა მაგრამ ის რაც ეცბ ახლახან განაცხადა ვგულისხმობ  ყოველივე ზემოთხსებენულს ,ჩანს რომ  მარტვის პროცესები არ იცვლება. კერძოდ ვგულისხმობ იმას, რომ რბილი მონეტარული პოლიტიკის გაგრძელება  უცნაურად ჟღერს, მაშინ  როდესაც : ა)ნავთობის ფასი მოძრაობის ახალ დერეფანს იკეთებს ბ) ეცბ პროგნოზირებს ეკონომიკის ზრდას გ) ანონსდება  მშპ ზრდა 1,7% მდე.

მინდა ავღნიშნო შემდეგი. ეცბ თავის გათვლებში იყებენს  სამომხმარებლო ფასების ჰარმონიულ ინდექსს,რომელიც მოიცავს  ენერგომატარებლებს. US EIA კი ენერგომატარებლების ფასების  0,25% ით ზრდას ითვალისწინებს, არნიშნული კი აუცილებლად მიიყვანს ევროკავშირს ინფლაციის  ზრდამდე. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ  ევროკავშირში ინფლაცია 2017 წლის  ზაფხულში  გაიზრდება, ეცბ ს მხრიდან ყოველგვარი ჩარევისაგან დამოუკიდებლად.

როგორც ცნობილია ყველა ენერგომატარებლის ფასი  გამოისახება დოლარებში. დღეისათვის ევროპელი მომხმარებლები  ნავთობის ფასზე უკვე იხდიან  7-10% ით მეტს ვიდრე გადაიხდიდნენ მაშინ , ევროს კურსი  მაგალითად,რომ ყოფილიყო 1,1280. ამასთან ეცბ მარტო შერბილებული პოლიტიკის გაგრძელებით არ შეოიფარგლა,იგი ცვლის ობლიგაციების შესყიდვის  როგითობასაც,  რომელთა შემოსავლიანობაც შეიძლება იყოს 0,4%ზე ნაკლები ეს კი გამოიწვევს  ყველა იმ ფინანსური ინსტრუმენტების შემოსავლიანობის სემცირებას ,რომლებიც ევროშია ნომინილებული.

ამიტომაც ფსს საპროცენტო განაკვეთის აწევის შემთთხვევაში ევროს კურსი უნდა ჩამოცდეს 1,05 იან ნიშნულს,  და მის ქვემოთ მოძებნოს მოჭიდების ადგილი, თუ ეს ასე არ მოხდა მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ევროს კურსი  როგორც ლარი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიაერთეს.

ყოველშემთხევაში ინვესტორებს ეს საკითხები აღელვებს…  რეალური  მლოდინი კი ასეთია,2017 წელს ფსს 3 ჯერ გაზრდის განაკვეთს, ასეთის  შემთხვევაში ,ტექნიკურად ,ეს გამოიწვევს მრავალი საფინანსო ინსტრუმენტის  დაბლა დაშვებას.. მაგალითად, როგორც კი აშშ ინდექსი 100 იან ნიშნულს ჩამოცდება,, ეს იქნება პირველი სიგნალი, რომ  დოლარი სუსტდება.

ბოლო დროს  ფსს მ მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა 2015 წლის დეკემბერში.საპროცენტო განაკვეთის გაზარდა  საერთოდ  დადებითად აისახება იმ ქვეყნის ვალუტაზე.

დონალდ ტრამპის  აშშ პრეზიდენტად მოსვლამ,სრულად შეცვალა ფინანსურ ბაზრებზე სიტუაცია.ამერიკულმა აქციების ფასებმა ვარდნა შეაჩერეს და დაიწყეს ზრდა, მიაღწიეს  რეკორდულ მაჩვენებლებს, ხოლო  აშშ ს 10 წლიანი სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობა  პირველად ბოლო 11 წლის განმავლობაში  გაიზარდა 2% ით.

მოკლედ ,რომ ვთქვათ საბოლოო ჯამში დოლარი გაიზარდა 5% ით. ეს ცვლილებები რათქმა უნდა ფსს გეგმებს გარკვეულწილად ცვლის,რადგანაც შემოსავლიანობის სწრაფი ზრდა და დოლარის გამყარება ამკაცრებენ ეკონიმიკურ სიტუაციას,კერძოდ იზრდება სასესხო ღირებულება და იზრდება საექსპორტო ღირებულებაც. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ  ფინასურ ბაზრებზე შექმნილმა სიტუაციანფსს ს ნაწილი გასაკეთებელი საქმეებისა გაუკეთა. კერძოდ ის რომ მინიმუმ 5 თვემდე კიდევ ერთხელ განაკვეთის აწევას აარიდა.

ფსს ხელმძღვანელი ჯანეტ იელენი ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა და თანამდებობიდან გადაყენებითაც  დაემუქრა. ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი  და სიგნალიც, რომ ფულად საკრედიტო პოლიტიკა  გამკაცრდებოდა,  მანამდე  ვიდრე ტრამპი დაიკავებდა პოსტს და ზეწოლას მოახდენდა  ფსს ზე.

მოდით გავაანალიზოთ რა მოყვება საპროცენტო განაკვეთის აწევას.საერთოდ საფინანსო ბაზრებს აქვს თავისი კანონები და იგი ხშირად ეკონომიკის  პრინციპებს არ ემორჩილება.აქ სიტუაციას  ქმნის და ბაზარს ამოძრავებს  ინფორმაციები და ინვესტორის ქცევა,რომელიც რთულად გამოსაცნობია. არსებობს გამოთქმა ,რომ ბაზარი ბრძენთა ბრძენია და ძალიან ხშირად სიურპრიზებს გვიმზადებს.საპროცენტო განაკვეთის  აწევაცაა და აწევაც  მოდი განვიხილოთ სამი ვარიანტი:

ვარიანტი პირველი:

ფსს მ გაზარდა განაკვეთი, და მისმა ხელმძღვანელმაიელენმა  არაფერი თქვა  შემდგომში განაკვეთის აწევის ვადებთან მიმართებაში.. ასეთის შემთხვევაში დიდი ალბათობით აშშ დოლარი შესუსტდებოდა, იმიტომ რომ მისი ინდექსი ისედაც მაქსიმუმზე იყო ასული. ასეთ შემთხვევაში  ინვესტორები  დოლარისშესეყიდვეზე(მოთხოვნაზე) დახურავდნენ „ „გრძელ პოზიციებს“   ბაზარზე ტექნიკურად გვექნებოდა ორმხრივი მოძრაობა და დააფიქსირებდნენ მოგებას, რის შედეგადაც დაიწყებოდა დოლარის პოზიციების შესუსტება.

ვარიანტი მეორე:

ფსს აწევდა საპროცენტო განაკვეთს , მაგრამ მისი ხელმძღვანელი,როგორც ხშირად ჩვევია თავის გამოსვლაში ორაზროვნად და გაწონასწორებულად იტყოდა ,რომ შემდგომი საპროცენტო განაკვეთის აწევა განიხილება ივნისში,მაგრამ ამასთან დავაკვირდებით   თუ  როგორი იქნება ეკონომიკური  სიტუაცია და რა მაჩვენებლები  გვექნება.

ასეთი განცხადების შემთხვევაში დოლარი მაინც დაეცემოდა და იმაზე უფრო სწრაფად მოხდებოდა ეს ვიდრე პირველ ვარიანტში. კერძოდ მოგების ფიქსირებები მოხდებოდა ამ წლის ბოლომდე და დოლარზე მოთხოვნის ანუ შესყიდვის პოზიციებს ინვესტორი ნაკლებად სავარაუდოა  გადაიტანდა 2017 წელში. და ინვესტორები ფულს გააკეთებდნენ დოლარის ვარდნაზე..  მითუმეტეს მოძრაობები მოხდებოდა იმ ფონზე, როცა ნოემბრიდან დღემდე იენა  და ევრო მოყოლებული 9 ნოემბრიდან უფასურდება..მათ შორის იენა 17% ით გაუფასურდა.

ვარიანტი მესამე:

ფსს მაღლა წევს განაკვეთს და  თან ხაზს ავლებს არის მოთხოვნილება შემდგომშიც გავამკაცრებთ პოლიტიკას,, ის რაც მოვისმინეთ ფსს სხდომიდან არის რომ 2017 წელს 3 ჯერ მოხდება განაკვეთის ზრდა. ეს არის უფრო აგრესიული პოზიცია ვიდრე გაჟღერდა სექტემბრის თვეში განაკვეთის  2 ჯერ აწევა.

იელენი ამბობს, რომ “ იმდენად თვითდაჯერებული არიან ამერიკული ეკონომიკის პროგრესში რომ ,გადაწყვეტილება საპროცენტო განაკვეთის აწევის შესახებ უსიტყვოდ აღიქმება“

ფედრალური ფონდების ფიუჩერსებით თუ ვიმსჯელებთ ,ბაზარზე ახლა ალბათობა იმისა, რომ

ივნისში აიწევს საპროცენტო განაკვეთი 70% ის, ხოლო დეკემბერში რომ აიწევს -100% ტი.

ფსს არათუ ეშინია ,რომსაპროცენტო   განაკვეთის აწევა  გამოიწვევს  უარყოფით ეკონომიკურ შედეგებს ,არამედ დარწმუნებულია  აშშ ეკონომიკის პროგრესით 2017 წელს. მისი ასეთი განწყობა უკვე განაპირობებს   მთელი 2017 წელის  მანძილზე ,დოლარზე მოთხოვნას. თუმცა ბაზრის წესებიდან გამომდინარე  დროდადრო იქნება კორექციები მაგრამ არც თუ ისე მნიშვნელოვანი  დაწევებით. თუმცა საბოლოო ჯამში ინდექსის გრაფიკი  მიმართული იქნება აღმავლობისაკენ.

გამყარებული დოლარი ეს პრობლემაა საერთაშორისო მსესხებლებისათვის (ქვეყნებისათვის)

რომლებმაცტრილიონობით   ვალი დააგროვეს. დაფარონ ეს ვალი ეროვნული ვალუტებით ესეც რთულია,, სესხის რაოდენობა რაც ბანკებს აქვს აღებული აშშ ს ფარგლებს გარეთ  2015 წლის მონაცემებით 9,8 $ ტრილიონია. (Bank for International Settlements)

ამ თანხის მესამედი ნასესხები იყო განვითარებადი  ბაზრების მიერ,  რომელთა ვალუტები ნაკლებად მდგრადი არიან აშშ დოლარის მიმართ და დიდი ალბათობით მიდრეკილი არიან დევალვაციისაკენ როდესაც  აშშ  საპროცენტო   განაკვეთი იზრდება.   ვფიქრობ გაძლიერებული დოლარი ხელს შეუწყობს განვითარებადი ქვეყნებიდან კაპიტალის გადინებას, და ასევე ჩინეთიდანაც, სადაც იზრდება დოლარებში გამოსახული ვალის  რაოდენობა, ძლიერი დოლარი ამერიკელებს უფრო მდიდარს გახდის, მსყიდველობითუნარიანობას ზრდის და იმპორტის ღირებულებას უმცირებს. ჩინეთმა ,როგორც ჩვენი პლანეტის სიდიდით მეორე ეკონომიკის ქვეყანამ ,უკვ გააკეთა შემაშფოთებული კომენტარი და იწინასწარმეტყველა  ფინანსური არასტაბილურობის მეორე ტალღა და გლობალური  ფინანსური ”უწესრიგობა” ბაზრებზე  დოლარის ასეთი გამყარების გამო…

მოკლედ ,რომ ვთქვათ  კაპიტალის ბაზრებზე  ყველა პირობაა შექმნილი იმისათვს ,რომ დეკემბრის ბოლო კვირიდან იანვრის 15 რიცხვამდე საფონდო ბაზრებზე ამერიკული აქციების ფასი დაეცეს, სად წაიღებს ინვსტორები გამონთავისუფლებულ ტრილიონებს წინასწარ ძნელი სათქმელია,იქნება ეს სავალტო თუ სასაქონლო ბაზარი. როგოეც წესი ასეთ დროს ოქროს ფასი აიწევს ხოლმე,მაგრამ არაა გამორიცხული კაპიტალმა სავალუტო ბაზარზე გადაინაცვლოს და დოლარის ინდექსი კვლავ აიწიოს ან ნავთობში მოიყარის თავი.

ყოველივე ამის ფონზე , საქართველომ მთავრობამ მიიღო რიგი ღონისძიებები ლარის კურსის სტაბილიზაციისათვის, შევეხები  რამოდენიმე მათგანს.

  • აუქმებს მოგების გადასახადს. იმ მოტივით რომ მოგების თანხები დარჩება კომპანიებს და  შეძლებენ ამ თანხის ცაბრუნებით, გაიხარდონ  და მეტად განავითარონ საქმიანობა , დაასაქმონ ადამიანები.  თეორიულად , ერთი შეხედვით ეს  ასეა,მაგრამ შევხედოთ როგორ იმუშავებს ეს რეალურად პრაქტიკაში. პრაქტიკულად ყველა საშუალო კომპანია ცდილობს წლის განმავლობაში მოახდინოს მოგბის შემცირება. იქნება ეს სამივლინებო,სარემონტი,ინვენტარის შეძენა და სხვა ხარჯები  და ისედაც დაბალი მოგების გადასახადი მას არცთუ ისე დიდ ტვირთად  აწვება.  დიდ მოგებას წერენ ისეტი კომპანიები როგორებიცაა   სადაზღვეო, საბანკო,ფარმაცევტული, მიკროსაფინანსო  და ისეთებიც რომელიც კონკურენციის გარეშე მუშაობენ, როგორებიცაა  წყალკანალი,ენერგო პრო,თელასი და სხვა. ამ კომპანიათა ნაწილი ისედაც მხოლოდ მოგების გადასახადით იბეგრებიან.  მოგების თანხების ლომის წილი ამათზე მოდის. რას მოუტანს ეს რეალურად სახელმწიფოს გარდა იმისა რომ საკუთრებაში  შეიძენენ შენობებს და იქ შეიძლება დასაქმდეს 2-3 ადამიანი.ამ გადაწყვეტილებით მთავრობამ უარი თქვა ბიუჯეტში 600 000 000 მდე ლარის შემოსავალზე და ის რეალურად ჩაუტოვა მონოპოლიებსა და ბანკენს,სადაზღვევოებს ,მიკროსაფინანსოებს. სავალუტო ფონდთან ,რომ პირი მოეწმინდათ აიღეს ვალდებულება, რომ გაზრიდნენ  საწვავზე და სიგარეტზე აქციზს, საიდაბაც სემოსავლები გადაფარავდა ამ დანაკლისს.

 

  • რას გამოიწვევს ახლა საწვავზე აქციზის გაზრდა. საქართველოში საწვავის შემომტანი ისედაც 5-7 ოპერატორია და ავტოგასამარტების 95% ტი მათ ხელშია. თვალშისაცემია არსებობს  მათ შორის შეთნხმება ერტეული საწვავის საბოლოო ფასის დადგენის შესახებ და ამ წესს იცავენ. მაშინ როდესაც საწვავი უნდა ღირდეს მაქსიმუმ 1,30-1-45 თეთრი იყიდება 1,75-2 ლარის ფარგლებში, აქციზის გაზრდა საშუალებას მიცემს ფასები კვლავ აწიონ 15-20% იტ.  ამას ემატება ისიც ,რომ 2017 წელს პროგნოზით ნავარაუდებია  ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა, დავამატოთ ზემოთაღნიშნული დოლარის გამყარების შესახებ და ჯამში  გვექნება დასკვანა:  მოგების გადასახადის გაუქმება იმდენად ვერ მოიტანს  დადებით  ეფექტს , ვიდრე აქციზის გაზრდით  უარყოფითი ეფექტი რაც დაიწყება საწვავის გაძვირებით რომელიც  ჯაჭვურ რეაქციაში გამოიწვევს პროდუქტების   გაძვირებასაც.
  • დედოლარიზაცია, რაც შეეხება ამ ინიციატივას იგი  უახლოესი 10 წელიწადი ვერ იმუშავებს, ამისი არც სტრატეგია არსებიბს ჯერ შემუშავებული და არც ალგორითმი. მითუმეტეს მაშინ როდესაც იმპორტი გაცილებით ჭარბობს ექსპორტს.

მთავრობას  ისეთი გზით მიყვება, რომ  მოუწევს აუცილებლად ტარიფების გაზრდა.

ესეც უარყოფითად იმუშავებს  ისედაც გარარიბებული მოსახლეობის ბიუჯეტზე,

გამოვყოფდი რამოდენიმე რეკომენდაცია ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციისათვის.

ა) ბიუჯეტიდან დეფიციტური ხარჯვის შემცირება.

ბ)სესხების ლარში გაცემა.

გ)კაპიტალის ბაზრის გახსნა, სადაც ფინანსური ინსტრუმენტები ლარში იქნება დომინირებული.

დ)შემოსავლებზე დიფერენცირებული  საგადასახადო განაკვეთის დაწესება.

ე) ბლუმბერგის ტერმინალის ნაცვლად ,შეიქმნას ახალი გამჭირველე სავაჭრო ტერმინალი და  ვაჭრობის ღიად წარმოჩენა.

 

 

ვითვალისწინებ რა მსოფლიო სავალუტო ბაზრებზე შექმნილ სიტუაციას, (ამის სესახებ ადრეც განვაცხადე სხვადასვა ბეჭდვით საშუალებებში,იქნებოდა ეს სამეცნიერო ნაშრომი თუ საგაზეთო სტატია) ასევე საახალწლო ტრანზაქციების მოცულობებიდან გამომდინარე თურქეთის რესპუბლიკასთან და სხვა რეგიონში არსებულ ქვეყნაბთან მიმართებაში,საკმარისია თურქული ლირა გამყარედეს 3,50 მდე და დოლარის ინდექსმა შეინარჩუნოს 102,50 ზე  მაღალი ნიშნული, ლარის კურსი იმერყევებს შუალედში [2,7450__2,8350] შუალედში, ძელი სათქმელია რას იზავს ლარის კურსი 24  დეკემბრის შემდეგ, ვინაიდან როგორც ზემოთ მოგახსენეთ და იგივე  2 და 4 დეკემბრამბერს სოციალურ ქსელშიც გავაზიარე, ამ პერიოდში მოსალოდნელია საფონდო ბაზრებზე ამერიკული აქციებზე ფასების ვარდნა ,  არ გამოვრიცხავ მოფრინდეს სადმე ”შავი გედი” , როგორც ეს მოხდა 2015 წლის 24 აგვისტოს.  ასეთი თუ განმეორდა  რადიკალურად შეცვლის პროცესებს…

სხვა სიტყვებით რომ ვთქვა,  მინდა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, მაშინ როდესაც  დონალდ ტრამპი ჯერ არ დამჯდარა თავის სავარძელში,  გადაწყვეტილებაც  არ მიუღია რაიმე პრობლემის მოგვარებისთვის, ამ დროს კი ფინანსურ ბაზრებზე ინვესტორები მთელი ენერგიით ყიდულობენ აქტივებს, რაც იწვევს  დიდძალი ფინანსური  კაპიტალის თავმოყრას მსოფლიო ეკონომიკის ფიქტიურ სექტორში, სადაც აქციების მაღალი ფასები ფუნდამენტალურად არაა გამყარებული -უახლოეს   რამოდენიმე კვირაში  მიგვიყვანს გაბერილი ბუშტის  პრინციპტან.რომლის გასკდომის ხმასც ძალიან  მალე გავიგონებთ.

ბაზრების  ასეთი რეაქცია ვფიქრობ ,   ბოლო ათწლეულის აფიორას გავს, ძნელად თუ გავიხსენებთ ისეთ  მომენტს როდესაც  ბაზრებე  ასეთი   ძლიერი  ცდომილებები იყო , ანუ როდესაც პროგნოზირენებ ერთს და ღებულობენ -მეორე შედეგს. ბოლოჯერ ასეთი მახსენდება   2008 წლამდე პერიოდი, როდესაც ბევრ ცნობილ ეკონომისტს   იპოთეკური დერივატივების ბაზარი მიაჩნდა , როგორც მესია- ნათელი მომავლისა , მაგრამ სწორედ ის  გახდა  მიზეზი მსოფლიო  გლობალური ფინანსური კრიზისისა.

 

ვიმედოვნებ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური  გუნდი გაითვალისწინებს , სამეზობლო რეგიონში    ეკონომიკურ სიტუციას,  სწორად გაანალიზებს, საფონდო ბაზრებზე  მიმდინარე  პროცესებს და  მომავალში  ისე მიღებს  სწორ  გადაწყვეტილებებს, ინკლუზიური  ეროვნული ეკონომიკის  ზრდის  საქმეში…

დასარულს ვიტყოდი ,უნდა შევიგნოთ , რომ  დრეს ეკონომიკის საზომი ერთეული მხოლოდ ფულის   ან ძვირფასი მეტალის სახით არ არსებობს, ის შეიძლება ყველაზე უკეთ გამოისახოს ისეთ სისტემაში, რომელიც  ქმედითუნარიანი იქნება  დოვლათი მოიტანოს   გრძელვადიან პერსპექტივაში, თანაც ისე რომ სრულად აკმაყოფილებდეს მოსახლეობის მოთხოვნებს პირველად და მთავარ მოთხოვნილებებზე. მალე ალბად ეკონომიკის ფორმატიც შეიცვლება და გადავალთ რაოდენობრივიდან   ხარისხობრივ   მოთხოვნილებებზე.

 

 

 

ავტორი: ნიკა შენგელია,   ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, პროფესორი.

 

Share