Home » საზოგადოება » „ევროპელი სოციალისტები“ კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ვადის კიდევ ერთი თვით გახანგრძლივებას ითხოვენ

„ევროპელი სოციალისტები“ კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ვადის კიდევ ერთი თვით გახანგრძლივებას ითხოვენ

იქიდან გამომდინარე, რომ სინოპტიკოსთა პროგნოზით, 2021 წლის მარტის თვეც ასევე სუსხიანი იქნება, მივმართავთ თხოვნით მთავრობას, რათა გააგრძელოს სუბსიდირების ვადა კიდევ ერთი თვით 2021 წლის მარტის თვის ჩათვლით, – აღნიშნულია „ევროპელი სოციალისტების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარტიაში განმარტავენ, რომ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ გაზის წვის მაჩვენებელს იღებენ ყოველი თვის 11-13 მდე, ხოლო ელექტროენერგიის დანახარჯის მაჩვენებელს – 17-20 რიცხვამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობამ სრულყოფილად ვერ გამოიყენა მთავრობის მიერ გაწეული სუბსიდირება.

„გაზის მოხმარებისთვის სუბსიდირება მოხდა 2020 წლის 11-13 ოქტომბრიდან 11-13 ნოემბრამდე , ხოლო ელექტროენერგიის 17-20 ოქტომბრიდან 17-20 ნოემბრამდე. ეს ეწინააღმდეგება მთავრობის მიერ მიღებული 30 ოქტომბრის სუბსიდირების დადგენილების მე-2 მუხლის ჩანაწერს სადაც მითითებულია რომ “პირველი მუხლის შესაბამისად მიღებული დაფინანსება არ უნდა იქნეს მიმართული მომხმარებლის მიერ 2020 წლის ნოემბრამდე წარმოშობილი დავალიანებების დასაფარად.

აქედან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, სუბსიდირების ვადა გახანგრძლივდეს კიდევ ერთი თვით, 2021 წლის მარტის თვის ჩათვლით.

მთავრობის ეს გადაწყვეტილება იქნება პატარა შეღავათი მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი საქართველოს მოსახლეობისთვის“, – აცხადებენ პარტიაში.

Share