Home » საზოგადოება » ევროპასთან უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთზეც გავრცელდება
ევროპასთან უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთზეც გავრცელდება

ევროპასთან უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთზეც გავრცელდება

ევროპასთან უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზეც გავრცელდება – ამის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიგი გიგიაძემ პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. მისის განამრტებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები, საქართველოს ორდინალური პასპორტის აღების შემთხვევაში, ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობას შესძლებენ. გიგიაძის თქმით, ეს იქნება წამახალისებელი ფაქტორი მათთვის, მიიღონ საქართველოს პასპორტი და იმოგზაურონ ევროპაში.

“ევროპასთან ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხს ჩვენთვის პოლიტიკური განზომილებაც გააჩნდა და გააჩნია. ეს არის ის ფაქტი, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას მიიღებს, ეს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გავრცელდება – აქ იგულისხმება აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვისაც შესაძლებელი გახდება, საქართველოს ორდინალური პასპორტის ფლობის შემთხვევაში, ევროკავშირში იმოგზაურონ. ეს იქნება ძალიან დიდი წამახალისებელი ფაქტორი, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებმა ადამიანებმა საქართველოს პასპორტებს მეტი ყურადღება მიაქციონ – მიიღონ ის და იმოგზაურონ ევროპაში”, – განაცხადა გიგი გიგიაძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგი გიგიაძეს თქმით, ამ მხრივ კარგი მაგალითია მოლდოვას შემთხვევა, როცა მოლდოვას მიერ ვიზა-ლიბერალიზაციის მიღებისთანავე, რამდენიმე თვეში დნესტრისპირეთის მოსახლეობისგან დიდი რაოდენობით განაცხადი გაკეთდა და ძალიან ბევრმა მოლდოვის პასპორტის მიღება მოითხოვა.

Share