Home » საზოგადოება » ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი: ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენაში საქართველოს ხელისუფლებას მხარს დავუჭერთ

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი: ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენაში საქართველოს ხელისუფლებას მხარს დავუჭერთ

ბრიუსელში, „ქართული ოცნების“ ლიდერებთან, ვისაუბრეთ საქართველოს მისწრაფებაზე, გაწევრიანდეს ევროკავშირში. ყველა ევროპულ ქვეყანას აქვს უფლება და შესაძლებლობა, შეიტანოს განაცხადი. ჩვენ, „მწვანეები“ საქართველოს ხელისუფლებას მხარს დავუჭერთ, წარადგინოს განაცხადი წევრობაზე 2024 წელს, – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა ვიოლა ფონ კრამონმა „TV პირველთან“ საუბრისას.

მან იმ ვალდებულებებზეც ისაუბრა, რაც ქართულ მხარეს დაეკისრება.

„ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ვუთხარი, რომ ამას მოჰყვება მაღალი ვალდებულება დემოკრატიის განვითარებისა და კანონის უზენაესობის კუთხით. განაცხადი კარგია, მაგრამ ჩვენ გვინდა დავინახოთ, რომ საქართველო თავის პოლიტიკურ მომწიფებულობას გვაჩვენებს“ – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ მმართველი გუნდისთვის ერთ-ერთი მთავარი გეგმა 2024 წლისათვის ევროკავშირში წევრობის ოფიციალური განაცხადის მომზადებაა.

Share