Home » მსოფლიო » ევროპამ და თურქეთმა რუსული მეტალის შეტანაზე აკრძალვები დააწესეს
ევროპამ და თურქეთმა რუსული მეტალის შეტანაზე აკრძალვები დააწესეს

ევროპამ და თურქეთმა რუსული მეტალის შეტანაზე აკრძალვები დააწესეს

ევროკავშირმა რუსული მეტალისთვის ბაზარი დაკეტა და ყოველწლიურ 320-340 მილიონი დოლარის მეტალის შემოტანაზე, 26 პროცენტიანი აკრძალვა დააწესა. რუსული მეტალურგიითვის ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, მსგავის ცვლილებები თურქეთის მთავრობამაც გაატარა ქვეყანაში. ხუთშაბათს სააგენტო ,,როიტერის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მსგავსი ბედი ეწია ჩინეთსაც 16 პროცენტიანი შეზღუდვის სახით.

ცვლილებები 2015 წლის შუა დეკემბრიდან შემოტანილ მეტალს შეეხება. ახალი რეჟიმი ოფიციალურად 14 თებერვალს გამოცხადდება და სავარაუდოდ 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ბაზარზე არსებული იმპორტირებული მეტალის 60 პროცენტი სწორედ რუსეთდან არის შეტანილი. 2015 წელს კი ეს მონაცემი 7,3 პროცენტით გაიზარდა და 900 ათას ტონას შეადგინა. მიუხედავად ამისა , მხოლოდ 2015 წელს რუსულ მეტალზე 28 ქვეყანაში დამტკიცდა შეზღუდვები, მიღებულმა ზარალმა 1,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამავდროულად, მეტალზე მსოფლიო ფასი 35 პროცენტით დაეცა.

შეზღუდვები ყველაზე მეტად ნოვოლიპეცკის მეტალურიგიული კომპინატს დაეტყო. БКС-ის მონაცემების მიხედვით კომპანიამ 2015 წელს ევროპაში 350 თასი მეტალის ფურცლის ექსპორტირება მოახდინა.

БКС-ის წარმოამდგენელის განცხადებით მათ გაუჭირდებათ ახალი ბაზრების მოძიება.

„ქვეყნის შიდა ბაზარზე მოთხოვნის შემცირების გათვალისწინებით ახალი მყიდველების პოვნა არ ისე ადვილი იქნება. შესაძლებელია რომ კომპანიებმა წარმოებული პროდუქტის რაოდენობა შეამცირონ“ – აცხადებს БКС-ის წარმოამდგენელი

ევროპასთან წარმოქმნილ პრობლემებამდე, რუსულ მეტალს შეზღუდვები თურქეთმაც დაუწესა. კერძოდ, მაგნიტოგორსკის მეტალურგიულ კომბინატს 13,7 %-ით, Severstal-ს 12,4 პროცენტით და NLMK-ს 9,4 პროცენტით შეუზღუდა პროდუქციის შეტანა. მთლიანად რუსეთიდან 19,2 პროცენტით (825 ათსი ტონა) შემცირადა მეტალის იმპორტი

Share