Home » მსოფლიო » „ევროპა თურქეთის გარეშე დაპირისპირებების ატმოსფეროში აღმოჩნდება“
„ევროპა თურქეთის გარეშე დაპირისპირებების ატმოსფეროში აღმოჩნდება“

„ევროპა თურქეთის გარეშე დაპირისპირებების ატმოსფეროში აღმოჩნდება“

ანკარა ევროპელი ლიდერებისგან თურქეთისადმი უფრო რაციონალურ მიდგომას ელოდება, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

„ევროპელ ლიდერებს უფრო რაციონალური მიდგომა უნდა ჰქონდეთ. ქსენოფობიის წახალისება არავის მოუტანს სარგებელს. ისლამოფობიის ტალღაზე ხელისუფლებაში მოსვლის მცდელობები განწირულია. ევროპა თურქეთის გარეშე დაპირისპირებების ატმოსფეროში აღმოჩნდება“, – განაცხადა ერდოღანმა.

როგორც თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, ევროპას სჭირდება თურქეთი და არა პირიქით.

„თურქეთს კი არ სჭირდება ევროპა, არამედ ევროპას სჭირდება თურქეთი. ევროპაში ჯერ შეიძლება არ აღიარონ ეს, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ევროპაში ქრონიკული პრობლემების წამალი თურქეთშია. პრობლემების აღმოფხვრის გზა ევროკავშირში თურქეთის სრულუფლებიან წევრობაშია“, – ხაზგასმით აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა. ისინი საკუთარ ისტორიას ივიწყებენ და მალე გაიაზრებენ თუ როგორ ცდებოდნენ. თურქეთი უკან დახევას და პროვოკაციებზე წამოგებას არ აპირებს. ანაკარა ღირსებას შეინარჩუნებს და სტრატეგიულ მიზნებს მიჰყვება“, – დასძინა მან.

Share