Home » მსოფლიო » ევროკომისიამ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ Johnson & Johnson-ის ვაქცინა საბოლოოდ დაამტკიცა

ევროკომისიამ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ Johnson & Johnson-ის ვაქცინა საბოლოოდ დაამტკიცა

ევროკომისიამ კორონავირუსის წინააღმდეგ Johnson & Johnson-ის ვაქცინა საბოლოოდ დაამტკიცა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა „ტვიტერზე“ დაწერა.

„ბაზარზე გამოდის მეტი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა. ჩვენ ახლახან მივანიჭეთ ავტორიზაცია ევროკავშირში Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენებას, მას შემდეგ, რაც ევროპის წამლების სააგენტომ გაავრცელა პოზიტიური შეფასება. ჩვენ მიერ შეკვეთილი დოზების რაოდენობით, 200 მილიონამდე ადამიანი შეგვიძლია ავცრათ ევროკავშირში“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ცოტა ხნის წინ ევროპის წამლების სააგენტომ კორონავირუსის წინააღმდეგ Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა.

განცხადებაში, სააგენტომ აღნიშნა, რომ ამ ვაქცინის შესახებ მონაცემები ძლიერია და აკმაყოფილებდა ეფექტურობის, უსაფრთხოების და ხარისხის კრიტერიუმებს. Johnson & Johnson-ის ვაქცინა ერთ დოზას მოითხოვს და ჩვეულებრივ მაცივარში ინახება. მანამდე ევროკავშირმა Pfizer-BioNTech-ის, Moderna-სა და AstraZeneca-ს მიერ წარმოებული ვაქცინების გამოყენება დაამტკიცა. Johnson & Johnson-ის ვაქცინა უკვე დაამტკიცა აშშ-მა და კანადამ.

Share