Home » მსოფლიო » ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის Brexit-ის შემდგომი სავაჭრო შეთანხმება დამტკიცდა

ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის Brexit-ის შემდგომი სავაჭრო შეთანხმება დამტკიცდა

ევროპარლამენტმა ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის Brexit-ის შემდგომი სავაჭრო შეთანხმება დამტკიცდა. ამის შესახებ nytimes წერს.

შეთანხმება ითვალისწინებს სავაჭრო ურთიერთობებს კვოტებისა და ტარიფების გარეშე, ერთმანეთის ტერიტორიაზე, საზღვაო და საჰაერო სივრცეებზე შეუზღუდავ წვდომასა და საზღვაო რესურზებზე დაბალანსებულ წვდომას. ბრიუსელი და ლონდონი ასევე შეთანხმდნენ, რომ საგარეო პოლიტიკის, სასანქციო რეჟიმებისა და თავდაცვის სფეროებში ქმედებების კოორდინაციას ადგილი არ ექნება.

შეგახსენებთ, რომ

2020 წლის 24 დეკემბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა კომპრომისს მიაღწიეს Brexit-ის შემდეგ პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ტექსტზე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ისევე როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერი, ბორის ჯონსონი მიესალმნენ შეთანხმების რატიფიცირებას.

Share