Home » მსოფლიო » ევროკავშირის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ჩინეთი გახდა

ევროკავშირის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ჩინეთი გახდა

პირველად ისტორიაში ჩინეთი ევროკავშირის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა. შედეგად კი მან ჩაანაცვლა ამერიკის შეერთებული შტატები. ამის შესახებ ევროკომისიის სტატისტიკის სააგენტოს ევროსტატის ანგარიშშია აღნიშნული.

გასულ წელს ევროკავშირში ჩინეთიდან იმპორტის მოცულობა 5,6%-ით 383 მილიარდ 500 მილიონ ევრომდე გაიზარდა, ჩინეთში ექსპორტი კი 2,2%-ით 202 მილიარდ 500 მილიონ ევრომდე. შტატებიდან ევროპაში იმპორტი 13,2%-ით 202 მილიარდ ევრომდე შემცირდა, ხოლო ექსპორტმა 8,2%-ით იკლო 353 მილიარდ ევრომდე.

ამასთან, პანდემიის გარდა სავაჭრო დინამიკაში არცთუ უმნიშვნელო ცვლილება შეიტანა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლამ.

Share