Home » ეკონომიკა » ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა
ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა

ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში 2,828 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 10%-ით აღემატება.

“საქსტატის” მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტზე 453 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა, იმპორტი კი 2,375 მლრდ დოლარია.

სტატისტიკური მონაცემებით, ევროკავშირში ერთი წლის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტი 16%-ით არის შემცირებული, იმპორტი კი 17%-ით არის გაზრდილი.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 28% შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 27% და იმპორტში 29%. ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 29%.

Share