ბათუმი ტურიზმის, ვაჭრობის და აზარტული თამაშების მასშტაბური ცენტრია. ქართული თავგადასავლები: ცის საზღვარი ბათუმში – სწორედ ამ სათაურით აქვეყნებს კულტურის ბლოკში მოკლემეტრაჟიან ვიდეოს Euronews-ი.
გამოცემა წერს, რომ საქართველოს ერთ-ერთი დიდი ქალაქი თავდგადასავლების სერიაში აღმოაჩინეს და მისი ყველაზე პოპულარული კურორტი შავ ზღვაზეა.
Euronews-ის მიერ მომზადებულ მოკლემეტრაჟიან ვიდეოში საუბარია, რომ ქალაქს ისტორიული კავშირები აქვს ანტიკურ საბერძნეთთან და იაზონის და არგონავტების მითთან.
ვიდეოში ტრადიციულ მუსიკასა და ადგილობრივ სამზარეულოსაც აქვს დრო დათმობილი.
Imedinews.ge