Home » მსოფლიო » ესტონეთში უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს
ესტონეთში უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს

ესტონეთში უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს

ესტონეთში, პირველი ივლისიდან უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს.

უფასო ტარიფი ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში იმოქმედებს.

აქამდე, მსოფლიოში არცერთ ქვეყანას არ უცდია სამგზავრო ტარიფის სრული გაუქმება.

ესტონეთი უფასო ტრანსპორტის მხრივ უკვე არის მსოფლიოს ლიდერი მას შემდეგ, რაც 2013 წელს ქვეყნის დედაქალაქ ტალინში ავტობუსით, მატარებლითა და ტრამვაით გადაადგილებაზე ტარიფი გაუქმდა.

ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, კადრი სიმსონისგანცხადებით, ქვეყნის უმეტეს ნაწილზე შემოღებული ახალი რეგულაციის პარალელურად, ტარიფის გაუქმებაზე რამდენიმე ოლქმა უარი თქვა.

Share