Home » საზოგადოება » ერთლარიანი მედიკამენტების მარაგი ამოწურულია
ერთლარიანი მედიკამენტების მარაგი ამოწურულია

ერთლარიანი მედიკამენტების მარაგი ამოწურულია

მთავრობის მიერ დაანონსებული მასშტაბური პროექტი მედიკამენტების ერთ ლარად მიწოდებასთან დაკავშირებით და მარაგის გარეშე დარჩენილი აფთიაქები. ბათუმში სოციალურად დაუცველებს და პენსიონერებს, ქრონიკული დაავადებებისთვის საჭირო 35 დასახელების წამლის შეძენა წესით ორ აფთიაქში უნდა შეეძლოთ, მაგრამ არცერთ მათგანში დღეს ჩამონათვალის დიდი ნაწილი არ მოიპოვებოდა.

მოქალაქეებმა გვითხრეს, რომ ხშირად ყოველ დღე მისაღები აბების შესაძენად რამდენიმედღიან რიგში უხდებათ დგომა. საჭიროებიდან გამომდინარე კი ასევე ხშირად დაცლილი მარაგის ფონზე, წამლებს ისევ ძველი ფასით და საკუთარი ხარჯით ყიდულობენ.

წყარო – ajaratv.ge

გაგრძელება იხილეთ ბმულზე

Share