Home » ფინანსები » ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად საქართველოში ფასებმა ალკოჰოლსა და თამბაქოზე მოიმატა
ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად საქართველოში ფასებმა ალკოჰოლსა და თამბაქოზე მოიმატა

ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად საქართველოში ფასებმა ალკოჰოლსა და თამბაქოზე მოიმატა

ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად საქართველოში ფასებმა ალკოჰოლსა და თამბაქოზე მოიმატა. “საქსტატის” მონაცემებით, ამ კატეგორიის პროდუქციის ფასები გაიზარდა 14,3%-ით. თამბაქოს ნაწარმი 16,5%-ით გაძვირდა, ალკოჰოლური სასმელები 14%-ით.

ფასები 10,5%–ით არის გაძვირებული ჯანდაცვის სექტორში. ფასები ძირითადად გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების (19,6%) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11,4%) ქვეჯგუფებზე. ფასები ავეჯზე, საოჯახო ნივთებსა და სახლის მოვლაზე ასევე 10,5%-ით არის გაძვირებული

12-თვიან პერიოდში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გაძვირდა 4,6%-ით; ფასების მნიშვნელოვანი მატებაა ხილსა და ყურძენზე (33%), ზეთი და ცხიმი (10,6%) და ყავა, ჩაი და კაკაო (10%).

წლიური ინფლაციის დონე 2016  წლის თებერვალში 5,6%-ით განისაზღვრა, ასეთივე მაჩვენებელი დაფიქსირდა იანვარშიც.

[wpolling id=”12″ width=”” height=””]

Share