Home » ფინანსები » ერთი წლის განმავლობაში თამბაქოს ფასი 20,5%-ით გაიზარდა
ერთი წლის განმავლობაში თამბაქოს ფასი 20,5%-ით გაიზარდა

ერთი წლის განმავლობაში თამბაქოს ფასი 20,5%-ით გაიზარდა

2016 წლის ივლისში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,2 პროცენტი, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით  1,5 % შეადგინა. 2010 წლის საშუალოსთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი 15,7%-ით გაიზარდა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მათი ცნობით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,3 %-ით, რაც თვის ინფლაციის მთლიანმაჩვენებელზე 0,16 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (7,0 %) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (3,4 %);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 1,3 %-ით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,09 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ალკოჰოლური სასმელების ქვეჯგუფზე (1,9 %); ფასების 0,4-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, რაც -0,11 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-12,7 %) და ხილსა და ყურძენზე (-9,2 %).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე კი ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 13,1 %-ით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,80 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც თამბაქოს ნაწარმის (20,5 პროცენტი), ისე ალკოჰოლური სასმელების (7,1 %) ქვეჯგუფებზე;

საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები: ჯგუფშიდაფიქსირდა ფასების 6,1%  მატება. შესაბამისად, აღნიშნული ჯგუფის წვლილმაინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,51 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები ძირითადადგაიზარდა ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეების ქვეჯგუფზე (9,2%);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 4,1 %-ით, რამაც ინფლაციის მთლიანმაჩვენებელში 0,40 პროცენტული პუნქტი შეიტანა. ფასების მატება დაფიქსირდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (8,7%) და საავადმყოფოებისმომსახურების (2,0%) ქვეჯგუფებზე;

ფასების 8,6-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ტრანსპორტის ჯგუფზე, რაც -1,04 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში. ფასებიძირითადად შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-14,2%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-12,0 %).

Share