Home » ეკონომიკა » ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის საგარეო ვალდებულებები $451 მლნ-ით გაიზარდა
ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის საგარეო ვალდებულებები $451 მლნ-ით გაიზარდა

ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის საგარეო ვალდებულებები $451 მლნ-ით გაიზარდა

ქვეყნის საგარეო ვალდებულებების მოცულობა მზარდი ტრენდით ხასიათდება. ერთი წლის განმავლობაში საქართველოს საგარეო ვალდებულებები 451 მლნ დოლარით არის გაზრდილი და  2017 წლის 30 ივნისის მონაცემებით, საქართველოს საგარეო ვალი 4,855 მლრდ დოლარი.

ფინანსთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნის საგარეო ვალდებულებები ერთ თვეში 11 მლნ დოლარით არის გაზრდილი.

2017 წლის 31 მაისისთვის საგარეო ვალის მოცულობა 4,745 მლრდ დოლარს შეადგენდა, 2016 წლის 30 ივნისისთვის – 4,404 მლრდ დოლარს.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ ქვეყანას 3,524 მლრდ დოლარი მართებს. კრედიტორ საფინანსო ინსტიტუტებს შორისაა მსოფლიო ბანკი; სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი; საერთაშორისო სავალუტო ფონდი; რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი; აზიის განვითარების ბანკი; ევროპის საინვესტიციო ბანკი. მათგან ყველაზე მსხვილი კრედიტორი საფინანსო ინსტიტუტი მოფლიო ბანკია.

საქართველოს 17 ორმხრივი კრედიტორი სახელმწიფო ჰყავს და მათ წინაშე არსებული დავალიანება 786 მლნ დოლარამდეა. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული საგარეო ვალის მოცულობა 500 მლნ დოლარია.

Share