Home » მსოფლიო » “ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ბედნიერი იქნება უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზირებით, რუსეთია”
"ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ბედნიერი იქნება უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზირებით, რუსეთია"

“ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ბედნიერი იქნება უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზირებით, რუსეთია”

ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ბედნიერი იქნება უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზირებით, რუსეთია, – ამის შესახებ ლიტვის პარლამენტის წევრმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

„უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზირება არ არის საუკეთესო საშუალება რაიმე შედეგების მისაღწევად. ეს არ არის კარგი არც უკრაინისთვის, არც საქართველოსთვის“, – განაცხადა დეპუტატმა.რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას, უკრაინამ უნდა იმოქმედოს თავისი კანონმდებლობის შესაბამისად. თუმცა, სააკაშვილსა და უკრაინის მთავრობას შორის უთანხმოებები უკრაინის სასამართლოში უნდა იქნას გადაჭრილი“, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი სამართლებრივი გზების გამოყენებით უნდა იყოს განხილული უკრაინულ სასამართლოში.

Share