Home » საზოგადოება » “ერთა ლიგა დაიშალა, არათუ ჩვენი კოალიცია”
"ერთა ლიგა დაიშალა, არათუ ჩვენი კოალიცია"

“ერთა ლიგა დაიშალა, არათუ ჩვენი კოალიცია”

ერთა ლიგა დაიშალა, არათუ ჩვენი კოალიცია- ეს განცხადება დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ არჩევნების დროს, თითოეული გადაწყვეტილება იქნება გუნდური, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცვლილებები არ განხორციელდეს.

„პრემიერმა თქვა ძალიან მნიშვნელოვანი რამ – უმთავრესად, მნიშვნელოვანია მთავრობის ერთიანი და გუნდური პოზიცია. მართალია, თითოეული მინისტრი თავის უწყებას ხელმძღვანელობს, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღება ხდება გუნდურად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ჩვენთაგანი დეტალურად იყოს ინფორმირებული, რა ხდება სხვა სამინისტროებში და გუნდურად ვიღებდეთ პასუხისმგებლობას ქვეყნისა და ხალხის წინაშე. რაც შეეხება არჩევნებს, პრემიერმა თქვა, რომ ჩვენ ვართ კოალიცია და თითოეული გადაწყვეტილება იქნება კოალიციური. ერთიანად მივდივართ, მაგრამ თუ მოხდა რაიმე ცვლილება, ესეც ჩვეულებრივი ამბავია და ადრეც გავაკეთე ნახევრად ხუმრობით განცხადება – გაცილებით მნიშვნელოვანი კოალიციები დაშლილა, ერთა ლიგა დაიშალა, არათუ ჩვენი კოალიცია. ამ წუთში, არანაირ ცვლილებებს არ ველი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ ან ზეგ, რაიმე არ მოხდება. ცვლილებების გარეშე ღმერთმა არგვამყოფოს, ცვლილებები და განახლება არის კარგი პროცესი. ეს საჭიროა არა მხოლოდ გუნდისთვის და კოალიციისთვის, არამედ თითოეული ადამიანისთვის, რომ მან იპოვოს სხვა, ახალი გზა“,

– განაცხადა სუბარმა.

[wpolling id=”12″ width=”” height=””]

Share