Home » საზოგადოება » „ეროვნულმა ბანკმა ვერა და ვერ ისწავლა ჭკუა – რეფინანსირების სესხების მოცულობას უკონტროლოდ ზრდის“

„ეროვნულმა ბანკმა ვერა და ვერ ისწავლა ჭკუა – რეფინანსირების სესხების მოცულობას უკონტროლოდ ზრდის“

„დღეს ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანაა ფასებისა და ლარის სტაბილურობა. რა სტიმულიც არ უნდა მისცე ეკონომიკას ფულის „ჩასხმით“, ამ სტიმულს უკან ექაჩება ინფლაცია და გაუფასურებული ლარი“, – ამის შესახებ პალიტრანიუსის ეთერში, გადაცემაში „საქმე“ „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.

„ნახევარი მილიარდის მიცემა ბანკებისთვის, პლიუს ეროვნული ბანკის მიერ უკონტროლო ზრდა – ამაში დამნაშავე არის ეროვნული ბანკი, იმიტომ რომ ვერა და ვერ ისწავლა ჭკუა. რამდენიც მოითხოვეს ბანკებმა იმდენი მისცა ეროვნულმა ბანკმა შვიდღიანი და ერთთვიანი სესხები და ავიდა ორი მილიარდ ლარამდე.

ლიკვიდობა არ გვაქვსო რომ იძახიან ბანკები, სინამდვილეში ყიდულობენ მთავრობის ფასიან ქაღალდებს, სახაზინო ვალდებულებებს. ნაცვლად იმისა, რომ ლიკვიდობის პრობლემა მოაგვარონ, პირიქით, განმეორებადობა ხდება რეფინანსირების სესხების გაცემის ეროვნული ბანკის მხრიდან. ეს ერთკვირიანი სესხია და როდესაც დარწმუნებული ხარ, რომ ისევ გაგიგრძელებენ და ისევ გაგიგრძელებენ, თავი ქუდში გაქვს. მიდიხარ და სახაზინო ვალდებულებებს ყიდულობ. კომერციულ ბანკებს ეროვნულმა ბანკმა მისცა ძალიან დიდი რაოდენობის ფული. მეორეს მხრივ, პანდემიის პირობებში ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს ძალიან შეურბილა საზედამხედველო ნორმები, კომერციულ ბანკებს გამოუთავისუფლა დიდი რაოდენობის ფული“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

გოცირიძე არ ეთანხმება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ეროვნულ ბანკს უცხოურ ვალუტაში დარეზერვების ნორმა უნდა შეემცირებინა.

„დოლარში დარეზერვების ნორმა ძალიან მაღალი იყო, 30 პროცენტი. მარტივად, რომ ვთქვათ. მარტივად რომ ვთქვათ, თუ კომერციული ბანკები მოიზიდავდნენ უცხოეთიდან ან ჩვენგან დეპოზიტის სახით 100 მილიონს, კომერციული ბანკი ყინავდა 30 მილიონს. ძალიან დიდია ეს. შემდეგ დარჩენილი 70 მილიონი უნდა ეტრიალებინა, რომლის პროცენტიც უფრო მაღალია. 30 მილიონის გაყინვა შავი დღისთვის კი არ ხდებოდა, ეს ხდებოდა ფულის მასის რეგულირებისთვის, ვინაიდან დიდი ფულის მასა არ გასულიყო და ინფლაცია დარეგულირებულიყო. 5% შეამცირა და 25%-მდე ჩამოიყვანა, როდესაც უცხოურ ვალუტაზე „შიმშილი“ გაჩნდა და უკვე, ასე ვთქვათ, ლარის გამყარების თემა დაუდგათ და დაახლოებით, 300 მილიონი დოლარის რესურსები გაუჩინა ბანკებს. დავუშვათ კიდევ რომ შეუმციროს, მაგალითად 10%-ით, ეს არის დაახლოებით ნახევარი მილიარდის ვალუტა კომერციული ბანკებისთვის. ნახევარი მილიარდი დოლარი არის მილიარდ ნახევარი ლარი. ეს ახალი ფულის მიმოქცევაა ეკონომიკაში და M2-ი ფულის მასის ზრდა და უკვე ინფლაციის მატება. ახლა ძალიან დიდი რისკია ქვეყანაში ინფლაციის მხრივ.

ამიტომ, დღეს ეროვნული ბანკის ამოცანა კი არ არის ეკონომიკის სტიმულირება ფულის მასის ზრდით, არამედ ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანაა ფასებისა და ლარის სტაბილურობა, რომელსაც მოყვება ეკონომიკური ზრდა, თორემ რა სტიმულიც არ უნდა მისცე ეკონომიკას ფულის ეკონომიკაში „ჩასხმით“, ამ სტიმულს უკან ექაჩება ინფლაცია და გაუფასურებული ლარი.

ამიტომ, ამ შემთხვევაში, პრიორიტეტები ეროვნულ ბანკს არ უნდა აერიოს. აერია კომპასი ეროვნულ ბანკს. ადგა და მიაყარა ფული, მაგრამ ისევ რომ მივუბრუნდეთ თემას, თუ რატომ უნდა დაუჯეროს მთავრობას კომერციულმა ბანკებმა, იმიტომ უნდა დაუჯეროს, რომ მილიარდ ნახევარის ფინანსური რესურსი მოიზიდა მთავრობამ. ეს არ მოუზიდავს კომერციულ ბანკებს. ამ სამ მილიარდიანი პაკეტიდან, რომელსაც მთავრობა აანონსებს, თუმცა იტყუება, რადგან როდესაც ბიუჯეტი შემოვა, დავინახავთ, რომ ბიუჯეტის ნაწილია მილიარდ ნახევარი და კომერციული ნაწილი კი დანარჩენი. არ იქნება კომერციული ნაწილი მილიარდ ნახევარი. მოიტყუეს და იტრაბახეს. ალბათ 900 მილიონი იქნება. რაც ჩვენ დავინახეთ, 73 მილიონი შემოვიდა პარლამენტში, რისი რატიფიცირებაც ჩვენ მოვახდინეთ. თუმცა, მილიარდ ნახევარიც რომც არ იყოს და მილიარდი იყოს, დიდი ნაწილი წავა კომერციულ ბანკებში. ხოლო დანარჩენი ნაწილი კომერციული სესხები ბიზნესისათვის. ეს რთული პროცედურაა, მათ კარგი ბიზნეს გეგმები უნდა წარადგინონ. კომერციული ბანკები უცხოურ რესურს ძალიან სწრაფად მიიღებენ საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან.

ამიტომ, ესეც მთავრობის თანამონაწილეობით ხდება. როდესაც დიდ რესურს გიჩენს შენ ხელისუფლება, იგივე საპენსიო ფონდისგან, გარდა ამისა გადასახადი, რომელიც შემოდის ბიუჯეტში ახლა, სამწუხაროდ განახევრდა უკვე. ეს ფული როგორც წესი უნდა იყოს ხაზინაზე, ეროვნული ბანკის ანგარიშებზე“, – ამბობს რომან გოცირიძე.

მისივე განცხადებით, ეროვნული ბანკი და საქართველოს მთავრობა აღნიშნულ პროცესში ერთმანეთის მტრები არიან, რადგან ერთს სურს ქვეყანაში ფასების სტაბილურობის მიღწევა, ხოლო მეორეს კი მეტი ფულის გაშვება მიმოქცევაში.

„მთავრობა კი რას აკეთებს, იღებს ამ ფულს და ნაცვლად იმისა, რომ ეროვნულ ბანკში განათავსოს და ფულის მასა არ გაიზარდოს და ინფლაციას მიეხედოს, კომერციულ ბანკში დებს სამთვიან დეპოზიტებზე. კიდევ დამატებით რესურს უჩენს კომერციულ ბანკს. მთავრობის ლოგიკა რა არის ამ დროს – მეტი ფული გააჩინოს ეკონომიკაში, ხოლო ეროვნული ბანკის ლოგიკა არის, რომ არ გაიზარდოს ფასები და ისინი არიან მტრები ერთმანეთის მიზნის მისაღწევად. ჩვენნაირ ქვეყანაში ნომერ პირველი საზრუნავი არის ფასების სტაბილურობა“, – აღნიშნა გოცირიძემ.

Share