Home » ფინანსები » ,,ეროვნული ვალუტა უნდა გაუქმდეს, ვინაიდან იგი თავის ფუნქციებს ფაქტობრივად ვერ ასრულებს“
,,ეროვნული ვალუტა უნდა გაუქმდეს, ვინაიდან იგი თავის ფუნქციებს ფაქტობრივად ვერ ასრულებს“

,,ეროვნული ვალუტა უნდა გაუქმდეს, ვინაიდან იგი თავის ფუნქციებს ფაქტობრივად ვერ ასრულებს“

,,მოსახლეობას არჩევანის საშუალება რომ ჰქონდეს დოლარსა და ლარს შორის, ვფიქრობ ულაპარაკოდ დოლარს აირჩევდა“

 

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეროვნული ვალუტა უნდა იქნას ჩანაცვლებული დოლარით, რადგან ლარი ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, მის მიმართ ნდობა ნაკლებია და სავაჭრო, საკრედიტო ოპერაციები ძირითადად დოლარში ხორციელდება.

“ბანკები და ფინანსები” “ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს” პრეზიდენტ პაატა შეშელიძეს დაუკავშირდა და აღნიშნულ თემაზე გაესაუბრა. შეშელიძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ვალუტა გასაუქმებელია და მოსახლეობას არჩევანის საშუალება რომ ჰქონდეთ ლარსა და დოლარს შორის, ულაპარაკოდ დოლარს აირჩევდნენ.

“ლარის ჩანაცვლება ვფიქრობ აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ უფრო სერიოზული პრობლემები შეგვექმნება. ეს პრობლემები გამოიხატება იმაში, რომ ხშირად ეროვნული ბანკი გამოიყენება პოლიტიკური მანიპულაციებისთვის. მთავრობა ყოველთვის ერევა ეროვნული ბანკის საქმიანობაში რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ეკონომიკას. ჩემი აზრით, ეროვნული ვალუტა არ უნდა იყოს ეროვნული, ის საერთაშორისო უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს არის გაცვლის საშუალება და თუ ის იქნება ლოკალური, მაშინ თავის ფუნქციებს ნაწილობრივ შეასრულებს. რატომ უნდა ვარჩიოთ გაცვლის ის საშუალება რომელიც თავის ფუნქციებს ნაწილობრივ ასრულებს. დღევანდელ სამყაროში ამ ფუნქციას ყველაზე კარგად ასრულებს ამერიკული დოლარი.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა სისტემა, რომელიც ამერიკულ დოლარს უქმნიდა პრივილიგირებულ მდგომარეობას, რომელიც ამ ქვეყანამ შეინარჩუნა. თავის დროზე შეიქმნა სისტემა რომელიც გულისხმობდა ოქროს მარაგების რეზერვირებას ამერიკაში და დოლარის მიმოქცევაში გამოსვლას ამ სავალუტო რეზერვების საფუძველზე. ჩვენ რომ მივაბათ ლარი დოლარზე, აი დაახლოებით ესეთი სისტემა იყო იქ. ეს სისტემა არ მუშაობდა სრულყოფილად, გარკვეული პოლიტიკური მიზეზების გამო. პირველ რიგში იმიტომ, რომ მთავრობას ჰქონდა ჩარევის უფლება. დოლარი დღეს არის საერთაშორისო გაცვლის საშუალება და ამიტომ კარგი იქნება ამ საშუალებას თუ გამოვიყენებთ. დაისვა ესეთი კითხვა თუ საიდან მოვიტანოთ დოლარი? მაშინ როგორ გგონიათ ლარი საიდან ჩნდება. ამ კითხვებზე პასუხი შემდეგია, რომ ლარი ჩნდება ჰაერიდან, დოლარი კი გაჩნდება გამომუშავებიდან. თუ შესაბამის თანხებს გამოვიმუშავებთ, მაშინ დოლარი იქნება ძვირი, ჩვენი მომსახურება იაფი და შესაბამისად ბევრი ინვესტორი იქნება დაინტერესებული შემოვიდეს საქართველოს ბაზარზე და რამე გააკეთოს.

აქედან გამომდინარე, დოლარზე გადასვლა იქნება მომგებიანი საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიმართულებით. დღესდღეობით, საქართველოში დოლარი არის პრაქტიკულად დომინანტური  ვალუტა და თავისუფალი არჩევანის საშუალება რომ ჰქონდეს მოსახლეობას დოლარსა და ლარს შორის, ვფიქრობ ულაპარაკოდ დოლარს აირჩევდა. ამიტომ ვერ ვხვდები რატომ უნდა შევუზღუდოთ ეს არჩევანი ადამიანებს. თუ გვსურს რომ განვვითარდეთ, მაშინ დოლარზე გადასვლა აუცილებელი და გარდაუვალია” – აცხადებს შეშელიძე.

შეშელიძე მიიჩნევ, რომ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის უფლება და ეროვნული ვალუტის შენარჩუნებით, მთავრობა უბრალოდ ინარჩუნებს ბერკეტს რათა მოიპოვოს თანხები და სხვის ჯიბეში ჰქონდეს ხელი მუდმივად.

“ეროვნული ვალუტის შენარჩუნებით, მთავრობა ინარჩუნებს ბერკეტს რათა მოიპაროს თანხები და სხვის ჯიბეში ჰქონდეს ხელი მუდმივად. აუცილებელია ადამიანებს ჰქონდეთ არჩევანის საშუალება აირჩიონ ოქრო, ბიტკოინი ან სხვა ვალუტა, თუკი ამისი სურვილი გააჩნიათ. ადამიანები არ აირჩევენ ორმოცდაათ რაღაცას, აირჩევენ რამოდენიმეს, რომელიც ყველაზე ახლოს იქნება მათი ინტერესების დაკმაყოფილებასთან.  მოსახლეობამ უნდა აირჩიოს ის რაც უფრო ახლოსაა მათ ინტეერსებთან და ვფიქრობ ეს ვალუტა არის დოლარი. ფულის წარმოშობა ეს არის არჩევანის შედეგი, რადგან ადამიანებმა დაინახეს რომ ბარტერული და სხვა გაცვლითი ურთიერთობების მაგივრად მათ ერჩივნათ შუამავალი საქონელი გამოეყენებინათ და ამისთვის ფული გამოიგონეს. ჩვენ 2 იარუსიანი სისტემა გვაქვს, ერთი არის ლეგალური, მეორე კი არალეგალური და ეს არალეგალური იმდენად ძლიერია, რომ ლეგალური ვერ ელევა მას ერთი მარტივი მიზეზის გამო რომ არალეგალური არის სწორი, ლეგალური კი არასწორი” – ამბობს პაატა შეშელიძე.

 

ავტორი: ლევან ლაგვილავა

Share