Home » საზოგადოება » ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი საზოგადოებას ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებას ონლაინ ფორმატში გააცნობს

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი საზოგადოებას ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებას ონლაინ ფორმატში გააცნობს

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა დღეს სოციალურ ქსელ Facebook – ის საშუალებით, საზოგადოებას ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებას გააცნობს.

პირდაპირი ჩართვის დროს მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, კითხვები დაუსვან ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს.

პირდაპირი ეთერი ეროვნული ბანკის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე – fb.com/NationalBankofGeorgia/ 12:00 საათზე დაიწყება.

Share