Home » ფინანსები » ეროვნული ბანკის საქმეს მთავრობა გააკეთებს
ეროვნული ბანკის საქმეს მთავრობა გააკეთებს

ეროვნული ბანკის საქმეს მთავრობა გააკეთებს

მთავრობა მილიარდი ლარის დარეზერვებას აპირებს, ნაცმოძრაობის და მისი სატელიტების საბოტაჟი მთავრობაზე გრძელდება.

ბიუჯეტი გაცვლით კურსზე არანაირი ზეგავლენას არ ახდენს, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციის გათვალისწინებით, ბიუჯეტში შემოსავლებისა და მიმდინარე ხარჯების გეგმები უკვე შეამცირა. გარდა ამისა, უნდა ვთქვა, რომ წლის განმავლობაში დაახლოებით 400 მილიონი ლარი დავაგროვეთ, რომელიც გადასახადებით და სხვა შემოსულობებით შემოვიდა. კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შევხვდით და პირობა მივეცით, რომ ნოემბერსა და დეკემბერში დაახლოებით 300 მილიონ ლარს დავაგროვებთ, ანუ ჩვენი რეზერვები წლის განმავლობაში მილიარდ ლარს გადააჭარბებს. ვმუშაობთ და ასე თანაბრად ბიუჯეტი არასდროს დახარჯულა. ბიუჯეტი გაცვლით კურსზე არანაირ ზეგავლენას არ ახდენს“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ნაცმოძრაობის და მისი სატელიტების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. ეროვნული ვალუტის რყევების ფონზე, პასუხისმგებლობის გარეშე დარჩენილი ეროვნული ბანკი, პრაქტიკულად, ყოველკვირეულად ზრდის რეფინანსირების სესხების მოცულობას, რასაც, ბუნებრივია, გავლენა ლარის გაცვლით კურსზე აქვს. ამ შემთხვევაში მთავრობა იძულებული ხდება, შეაჩეროს საბიუჯეტო რესურსების ხარჯვა და ამით დააბალანსოს ის აგრესიული მონეტარული პოლიტიკა, რომელსაც ეროვნული ბანკი ატარებს ეროვნული ვალუტის პოზიციების საწინააღმდეგოდ. შეგახსენებთ, რომ მხოლოდ მიმდინარე კვირას სებ–მა რეფინანსირების სესხებით დამატებით 140 მილიონი ლარი გაუშვა ეკონომიკაში.

Share