Home » საზოგადოება » „ეროვნული ბანკის ქმედებამ რომან ფიფიას „სითი ცენტრს“ 2 მლნ დოლარის კრედიტის აღებაში შეუწყო ხელი“ – „ახალგაზრდა ადვოკატები“

„ეროვნული ბანკის ქმედებამ რომან ფიფიას „სითი ცენტრს“ 2 მლნ დოლარის კრედიტის აღებაში შეუწყო ხელი“ – „ახალგაზრდა ადვოკატები“

„ეროვნული ბანკის ქმედებამ რომან ფიფიას „სითი ცენტრს“ 2 მლნ დოლარის კრედიტის აღებაში შეუწყო ხელი“ – „ახალგაზრდა ადვოკატები“

„მსგავსი ტიპის გარიგებას, როცა ეროვნული ბანკი უკვე საკუთარ ბალანსზე აღებული უძრავი ქონების გირაოდ გამოყენების საშუალებას აძლევს ქონების წინა მეპატრონეს, პრეცედენტი არ გააჩნია. ეროვნული ბანკის ახალ შენობასთან დაკაშირებული საქმე, კერძოდ –  ბანკსა და რომან ფიფიას „სითი ცენტრს“ შორის, ახალი შენობის ასაშენებლად საჭირო მიწის შეძენის შესახებ არსებული გარიგება, არის ფორმალური იურიდიული საფუძვლებით, წინასწარი განზრახვითა და მოჩვენებითად და თვალთმაქცურად შექმნილი გარიგება“, -ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა  საკითხთან დაკავშირებით ორგანიზაციის მიერ ნაწარმოები კვლევის პრეზენტაციისას აღნიშნა.

როგორც კაიკაციშვილმა განაცხადა, „ახალგაზრდა ადვოკატები“ ერთი წლის განმავლობაში აკვირდებოდა და სწავლობდა ეროვნული ბანკის ეგრეთ წოდებული „ახალი შენობის საქმეს“ და მივიდა  დასკვნამდე, რომ საქართველოს ცენტრალური ბანკის საქმიანობის ისტორიაში, ადგილი აქვს უპრეცედენტო შემთხვევას –  ფორმალური იურიდიული საფუძვლების შექმნით, წინასწარი განზრახვით, მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგების დადებას კერძო კომპანიის ინტერესების სასარგებლოდ. „ახალგაზრდა ადვოკატები“ მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს სავარაუდო დანაშაულსა და კორუფციული შეთანხმების ნიშნებს.

„საქმის არსი ასეთია -ეროვნულმა ბანკმა „სითი ცენტრთან“ დადებული ხელშეკრულების ძალით, გადაიფორმა ყოფილი რესტორან „არაგვის“ მიმდებარე ტერიტორია, იქვე დასთანხმდა ამ ტერიტორიის „ვითიბი ბანკის“ სასარგებლოდ „სითი ცენტრის“ მიერ საბანკო სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებას. შედეგად, „სითი ცენტრის“ მიერ აღებული იქნა სესხი 2 მლნ დოლარზე მეტი მოცულობით. პარალელურად თბილისის მთავრობასთან ეროვნულმა ბანკმა აწარმოა ფაქტობრივად ასევე ფორმალური ურთიერთობა ამ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის მიღების მიზნით, რაზეც მიიღო უარი.

ფორმალური ეს ურთიერთობა იყო იმიტომ, რომ თავიდანვე კარგად იცოდა ეროვნულმა ბანკმა, რომ უარს მიიღებდა, რამდენადაც თბილისის განვითარების გენერალური გეგმა უკვე არსებობდა ამ დროისთვის და მისი მიხედვით ამ ტერიტორიაზე მსგავსი მასშტაბის მშენებლობის დაშვება წარმოუდგენელი ვარაუდი იყო.

ფაქტია, მთელი ამ ღწერილი პროცესის  შედეგად, სარგებელი მიიღო მხოლოდ ერთმა სუბიექტმა – კომპანია „სითი ცენტრმა“, რომელიც ბიზნესმენ რომან ფიფიას სახელს უკავშირდება. ამ კომპანიამ მიიღო ეროვნული ბანკის პრაქტიკული ხელშეწყობით 2 მლნ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის სესხი კომერციული ბანკისგან.

ფაქტია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის, ანუ, უმაღალესი ხარისხის სახელმწიფო ინსტიტუციის როლი და ფუნქცია, გამოყენებულ იქნა კერძო პირის/ბიზნესმენის/კომპანიის ინტერესების სასარგებლოდ. ეს ყველაფერი მეტყველებს და საქმის ფაქტობრივი და სამართლებრვი გარემოებების ერთობლიობაც ამბობს, რომ აქ, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სავარაუდო კორუფციულ გარიგებას და ასევე  ზეგავლენით ვაჭრობასაც“, – განმარტა არჩილ კაიკაციშვილმა.„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ეროვნული ბანკის ახალი შენობის საქმესთან დაკავშირებული კვლევა საჯარო გახადეს. ის განთავსებულია ორგანიზაციის ვებგვერდზე და მისი გაცნობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მოუწოდეს საქართველოს პროკურატურას დაინტერესდეს აღნიშნული საქმით. მათ ასევე მოუწოდეს საქართველოს პარლამენტს, საკითხის უპრეცედენტობიდან და  ქვეყნის ინსტიტუციების რეპუტაციული რისკის მასშტაბიდან გამომდინარე, მოეწყოს სპეციალური საპარლამენტო მოსმენა, სადაც ნათელი გახდება, რაში დასჭირდა ეროვნულ ბანკს მსგავს უპრეცედენტო ოპერაციაში მონაწილეობა.

Share