Home » ფინანსები » ეროვნული ბანკი კრიპტოვალუტების რეგულირებას აპირებს
ეროვნული ბანკი კრიპტოვალუტების რეგულირებას აპირებს

ეროვნული ბანკი კრიპტოვალუტების რეგულირებას აპირებს

ეროვნულ ბანკში არ გამორიცხავენ, რომ კრიპტოვალუტებთან მიმართებით გარკვეული რეგულაციები შეიმუშავონ

საქართველო კრიპტოვალუტების მაინინგის მიმართულებით მუდმივად წინ მიიწევს, თუმცა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, მურთაზ კიკორია აცხადებს, რომ უმჯობესია ბაზარზე არსებული რისკები შეფასდეს და თამაშის წესები შესაბამისად განისაზღვროს.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი უკვე მუშაობს, რაც ციფრული ვალუტის განვითარების ტემპზე დაკვირვებასა და დეტალურ ანალიზს მოიცავს.

“ვაკვირდებით განვითარებას, იმას თუ რა ხდება კრიპტოვალუტების ირგვლივ და ბუნებრივია, ჩვენი პირველი ნაბიჯი არის კარგად შესწავლა სიტუაციის. გვაქვს კონტაქტი ჩვენ კოლეგა ცენტრალურ ბანკებთან. პირველ რაც გავაკეთეთ, იცით რომ ეს იყო მოწოდება გაფრთხილების სახით. ძალიან დიდი ვოლატილობის გამო ყველას სიფრთხილის გამოჩენისკენ მივუთითეთ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამაზე გავჩერდით”, – განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, მურთაზ კიკორიამ.

რეგულაციების დანერგვამდე ეროვნულ ბანკი კრიპტოვალუტაში ფულის დაბანდების მსურველებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

სანდრო პირველი

Share