Home » ფინანსები » ეროვნულ ვალუტაზე მოქმედი 6 ძირითადი ფაქტორი
ეროვნულ ვალუტაზე მოქმედი 6 ძირითადი ფაქტორი

ეროვნულ ვალუტაზე მოქმედი 6 ძირითადი ფაქტორი

საქართველოს განვითარების ლაბორატორიის დირექტორი, ირაკლი გოგავა, საკუტარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ეროვნულ ვალუტაზე მოქმედ 6 ძირითად ფაქტორს ასახელბს.

 

“ეროვნული ვალუტა სტაბილურია თუ:
1. არსებობს ვალუტის მიმართ ნდობა.
2. წარმოების მოცულობა, დასაქმება და მშპ იზრდება.
3. ექსპორტი აჭარბებს იმპორტს.
4. ეფექტურად მუშაობს საფონდო ბირჟა, აქციებში ფული იდება.
5. არსებობს უცხო ვალუტის სტაბილურად მზარდი შემოდინება უცხოეთიდან..
6. მთავრობა ატარებს გამართულ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას.

ვნახოთ რა ხდება პუნქტების მიხედვით:
1. ნდობა დაკარგულია, მის აღდგენას დიდი შრომა სჭირდება.
2. წარმოების მოცულობა მიზერულია და მთავრობას რეალური სექტორის ზრდის და ამ სექტორში სამუშაო ადგილების შექმნის სერიოზული გეგმა არ წარმოუდგენია.
3. ექსპორტი მცირეა და უფრო მცირდება, იმპორტი იზრდება; იმპორტი 7 მილიარდი აშშ დოლარით აღემატება ექსპორტს.
4. საფონდო ბირჟა არ მუშაობს.
5. დიასპორა და უცხოელი ვიზიტორები გვამარაგებენ უცხო ვალუტით, თუმცა ეს წყარო არ არის სტაბილური.
6. მთავრობა არ ატარებს სწორ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას.

ვალუტაზე სხვა გავლენებიც არსებობს ცხადია, მაგრამ თუ ძირითად 6 ფაქტორს გავაანალიზებთ, ნათელი ხდება, რომ რადიკალური ცვლილებებია გასაკეთებელი. მიდგომებია შესაცვლელი. ერთ-ერთ მინისტრს ბიზნესმენებთან დახურულ შეხვედრაზე უთქვამს: “ამას ტელევიზიით ვერ ვიტყვი, მაგრამ ლარის გაუფასურებას დადებითი მხარეც აქვს – ექსპორტი წახალისდებაო”. ამ მინისტრს მინდა მივმართო: ვალუტის ზომიერი გაუფასურება ახალისებს შექმნილი პროდუქტის ექსპორტს, შენ ჯერ წარმოება გააკეთე, პროდუქცია გამოუშვი და წახალისებაზე მერე იფიქრე, რას ახალისებ, რაც არ გაქვს?! წახალისება სხვა მეთოდებითაც შეიძლება – უფრო ეფექტურით. მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმა ვერ მოიტანს სასურველ შედეგებს იქ დასმული აქცენტების გამო. ამ გზით მივალთ ქვეყნის ეკონომიკურ გამოფიტვამდე, რაც აუცილებლად გამოიწვევს საზოგადოების პროტესტს. საქართველოს განვითარების ლაბორატორიაში გვაქვს კონკრეტული ხედვები, რომელიც შეცვლის სიტუაციას და 5-6 წელიწადში გააორმაგებს ეკონომიკას. მაგრამ აინტერესებს ვინმეს?” – წერს გოგავა.

Share