Home » საზოგადოება » ეროვნულ გამოცდებზე, რამდენიმე საგანში გამოცდის ხანგრძლივობა და მაქსიმალური ქულა მცირდება

ეროვნულ გამოცდებზე, რამდენიმე საგანში გამოცდის ხანგრძლივობა და მაქსიმალური ქულა მცირდება

2021 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროგრამები და დავალებათა ტიპები უცვლელი რჩება. რამდენიმე საგანში მხოლოდ გამოცდის ხანგრძლივობა და მაქსიმალური ქულა მცირდება, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის ელექტრონულ კრებულში – „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ წერია.

ეს ცვლილება შეეხება მათემატიკის, ქიმიისა და ფიზიკის ტესტებს. მათემატიკა 2021 წლის მათემატიკის ტესტში იქნება 35 (27 დახურული და 8 ღია ტიპის) დავალება, მაქსიმალური ქულა კი – 51. ღია დავალებები შედგენილი იქნება ორი ორქულიანი, ოთხი სამქულიანი და ორი ოთხქულიანი დავალებისაგან. ტესტის შესრულებისათვის გამოყოფილი დრო იქნება 3 საათი, მინიმალური ბარიერი კი – არანაკლებ 11 ქულისა (უმაღლეს სასწავლებლებს უფლება აქვთ უფრო მაღალი ბარიერი დააწესონ).

მათემატიკის ტესტის ნიმუში

მათემატიკის ტესტის ნიმუშის სწორი პასუხები

ფიზიკა და ქიმია ფიზიკისა და ქიმიის ტესტებზე სამუშაოდ გამოყოფილი იქნება 3 საათი, ხოლო მაქსიმალური ქულა – 63.

ფიზიკის ტესტის ნიმუში

ფიზიკის ტესტის ნიმუშის სწორი პასუხები

ქიმიის ტესტის ნიმუში

ქიმიის ტესტის ნიმუშის სწორი პასუხები

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, სხვა საგნების ტესტებში ცვლილებები არ იგეგმება.

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული საგამოცდო ტესტების ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.

2021 წლის საგამოცდო ტესტების მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა

Share