Home » ფინანსები » “ეროვნულ ბანკს თავის დროზე რომ გაეზარდა მონეტალური პოლიტიკის განაკვეთი, ინფლაცია უფრო სტაბილური გვექნებოდა”

“ეროვნულ ბანკს თავის დროზე რომ გაეზარდა მონეტალური პოლიტიკის განაკვეთი, ინფლაცია უფრო სტაბილური გვექნებოდა”

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 28 აპრილს რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.50 პროცენტით განისაზღვრა.

ეროვნული ბანკის დღევანდელ გადაწყვეტილებას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

მისი თქმით, ის მიესალმება სებ-ის აღნიშნულ გადაწყვეტლებას, თუმცა აცხადებს, რომ ცენტრალურ ბანკს თავის დროზე რომ გაეზარდა მონეტალური პოლიტიკის განაკვეთი, ასეთი ნახტომისებური ზრდა დღეს არ მოუწევდა და მონეტარული ფონი (მათ შორის ინფლაცია) უფრო სტაბილური გვექნებოდა.

“ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი  9.5%-მდე გაზარდა.

ეროვნულ ბანკს,  რომ მოუწევდა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ამას ვამბობდი ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს.

1%-იანი ზრდა საკმაოდ დიდი ბიჯია, თუმცა საჭირო იყო. უფრო მეტიც, თავის დროზე რომ გაეზარდა, ასეთი ნახტომისებური ზრდა დღეს არ მოუწევდა და მონეტარული ფონი (მათ შორის ინფლაცია) უფრო სტაბილური გვექნებოდა.

ბუნებრივია, მთლიანობაში მე მივესალმები ამ გადაწყვეტილებას”, – წერს სოციალურ ქსელში ირაკლი კოვზანაძე.

Share