როგორც გამოცემა reuters-ი წერს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა სატელევიზიო კამერების წინაშე გაიკეთა.
ერდოღანმა ვაქცინის პირველი დოზა ანკარას საავადმყოფოში მიიღო.
“ვაქცინათა დოზის რაოდენობა პირველ ეტაპზე ნათელია. ახლო მომავალში კიდევ 25-30 მილიონ დოზას ველოდებით, ვაქცინაცია სწრაფად გაგრძელდება”, – განაცხადა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა.
მისი თქმით, ყველა ვაქცინა, რომელიც შემდეგში ქვეყანაში შემოვა, სინოვაკის იქნება.