თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთმა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით პროგრესს მიაღწია და მომავალი წლის აპრილამდე ბაზარზე საკუთარი ვაქცინის გატანას გეგმავს.
„ადგილობრივ ვაქცინასთან დაკავშირებით პროგრესს მივაღწიეთ. ვაპირებთ, რომ აპრილამდე საკუთარი ვაქცინა გამოვიტანოთ ბაზარზე”, – განაცხადა ერდოღანმა.
მისივე თქმით, თურქეთი ყურადღებით აკვირდება ვაქცინების განვითარებას ჩინეთში, რუსეთში, აშშ-სა და ევროპაში.
„ზოგიერთი მათგანისთვის წინასწარი შეკვეთა მიცემული გვაქვს. იმედია, ამ თვის ბოლოს ვაქცინაციას დავიწყებთ,“ – აღნიშნა ერდოღანმა.