Home » მსოფლიო » ერდოღანი – შავ ზღვაში დამატებით 135 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივი გაზი აღმოვაჩინეთ

ერდოღანი – შავ ზღვაში დამატებით 135 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივი გაზი აღმოვაჩინეთ

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, შავ ზღვაში აღმოჩენილია დამატებით 135 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივი გაზი.

თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ერდოღანმა ზონგულდაქის პროვინციაში ფილიოსის პორტის გახსნაზე ისაუბრა.

როგორც ერდოღანი აცხადებს, თურქეთის მიერ შავ ზღვაში მთლიანად აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მოცულობამ 540 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია.

Share