Home » მსოფლიო » ერდოღანი ქვეყანაში სიკვდილით დასჯის აღდგენის მომხრეა
ერდოღანი ქვეყანაში სიკვდილით დასჯის აღდგენის მომხრეა

ერდოღანი ქვეყანაში სიკვდილით დასჯის აღდგენის მომხრეა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქვეყანაში სიკვდილით დასჯის აღდგენის მომხრეა. ამის შესახებ ერდოღანმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.

თურქეთის ლიდერის თქმით, მზად არის ხელი მოაწეროს კანონს, თუ პარლამენტი მის მიღებას მხარს დაუჭერს.

„თქვენ იცით, რომ ეს ჩვენთვის ძალიან მგრძნობიარე თემაა, მაგრამ პარლამენტი კანონს თუ დაამტკიცებს, მე ხელს მოვაწერ, რადგან ყველამ კარგად ვიცით მკვლელების პოზიცია. ასევე ვიცით, რომ მკვლელები სათანადოდ უნდა დაისაჯონ და პასუხი უნდა აგონ დანაშაულზე, რომელიც ჩაიდინეს“, – განაცხადა ერდოღანმა.

Share