თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა გერმანიაში მცხოვრებ თურქებს მოუწოდა, გერმანიის არჩევნებს, რომელიც გერმანიაში 24 სექტემბერს გაიმართება, ბოიკოტი გამოუცხადონ, რადგან გერმანიის მთავრობა მათი მტერია.
„გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, სოციალ-დემოკრატიული პარტია და მწვანეთა პარტია – ყველა მათგანი ჩვენი მტერია. ამიტომაც ისინი არ იმსახურებენ თქვენ ხმას“, – მოუწოდა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა გერმანიაში მცხოვრებ თურქ ემიგრანტებს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა ერდოღანის განცხადება გერმანიის არჩევნებში ჩარევისა და სუვერენიტეტის შელახვის მცდელობად შეაფასა.