Home » მსოფლიო » ერდოღანი: ევროკავშირი 54 წელია თავის კართან გვალოდინებს, ის დანაპირებს არ ასრულებს
ერდოღანი: ევროკავშირი 54 წელია თავის კართან გვალოდინებს, ის დანაპირებს არ ასრულებს

ერდოღანი: ევროკავშირი 54 წელია თავის კართან გვალოდინებს, ის დანაპირებს არ ასრულებს

CNN-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო რეფორმების შესახებ რეფერენდუმი მასზე მორგებული არ იყო და ახალი უფლებამოსილება მას დიქტატორად არ აქცევს.

„მე მოკვდავი ვარ, ნებისმიერ დროს შეიძლება მოვკვდე“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

მან უარყო ბრალდებები იმის თაობაზე, რომ მან კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს მხარი იმიტომ დაუჭირა, რომ თავისი ძალაუფლების გაძლიერება სურს და არა პოლიტიკური სისტემის გაძლიერება.

მისი თქმით, ახალი რეფორმა არ წარმოადგენს დიქტატურისკენ გადადგმულ ნაბიჯს.

„სადაც დიქტატურა არსებობს, იქ თქვენ არ გჭირდებათ საპრეზიდენტო სისტემა. ჩვენ საარჩევნო ყუთები გვაქვს, დემოკრატია ხალხისგან იკრეფს ძალას. ამას ჩვენ ხალხის ნებას ვუწოდებთ“, – თქვა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტი ევროკავშირთან ურთიერთობების საკითხსაც შეეხო.

„ევროკავშირი უკვე 54 წელია თავის კართან გვალოდინებს. პოლიტიკური ურთიერთობების თვალსაზრისით, ეს მიუღებელია. ევროკავშირი თავის დანაპირებს არ ასრულებს“, – დასძინა ერდოღანმა.

[wpolling id=”14″ width=”” height=””]

კონსტანტინე პირველი

Share