Home » ახალი ამბები » ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია

ქიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს.

„ამჟამად იგი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება“, – აცხადებენ სუს-ში.

ცნობისთვის, ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. 20 დეკემბერს, გაფრინდაშვილს ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

Share