Home » ბიზნესი » „ეპიდემიის ვაქცინა გამოგონებულია, შიმშილის არა – ამის გაგონება მთავრობას ჯერჯერობით არ უნდა“

„ეპიდემიის ვაქცინა გამოგონებულია, შიმშილის არა – ამის გაგონება მთავრობას ჯერჯერობით არ უნდა“

„ეპიდემიის ვაქცინა გამოგონებულია, შიმშილის – არა… ამის გაგონება მთავრობას ჯერჯერობით არ უნდა“, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემ განაცხადა.

აღნიშნულით მან მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესასოციაციების, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებისა და ეპიდემიოლოგების შეხვედრა შეაფასა, რომელიც გუშინ გაიმართა.

„ჩვენი „სამეცნიერო დისპუტის“ მერე დავაყენეთ საკითხი, ხალხნო, ჩვენ აქ რომ მოვედით, ეს „დისპუტი“ გადავდოთ გვერდზე, რადგან თემა არის ასეთი – შიმშილი, თუ ეპიდემია?! ეპიდემიას აქვს 5%-ანი სიკვდილიანობა, შიმშილის სიკვდილიანობა ბევრად უფრო მაღალია. ძალიან საინტერესო ფრაზა მოვისმინე და უკვე მერამდენჯერ – ეპიდემიის ვაქცინა გამოგონებულია, შიმშილის არა, ეს არის აქსიომა და ამის გაგონება მთავრობას ჯერჯერობით არ უნდა. გვეუბნებიან, რომ დავაკვირდებით. დააკვირდნენ. ჩვენ კონკრეტული მოდელები შევთავაზეთ…

მოლებს ხსნიან, ხო? დააკვირდნენ ამდენი ხნის განმავლობაში სასტუმროებსაც, გახსენი რაღაც დოზით და დააკვირდი. აიღე რაღაც მოდელი, მაგალითად, მესტიაში სასტუმროზე და ერთი კვირით დააკვირდი, მერე ეს მოდელი დღესვე, ხვალვე ჩაუშვი და არა მარტში. მიბაძე სლოვაკეთს და სომხეთს. რაც ხდება იქ, გადმოიღე და გატესტე. ტრანსპორტის მოდელის დატვირთულობა, ეს 30%-ანი იქნება, თუ 50%-ანი, რაც არის მიღებული მეზობელ ქვეყანაში, აიღე მოდელად, დანერგე, დააყენე კონტროლიორი, გაუშვი 3-5 ხაზი… და თუ აფეთქება მოგცა, მერე დაკეტე. მაგრამ ასე, თავი მოჭერი ადამიანს და აღარ სტკივა, ასე იქცეოდნენ 37 წელს“, – განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ.
წყარო: BPN.GE
Share