Home » საზოგადოება » „ენკა რინიუებლზი“ კომპანიის დირექტორის სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„ენკა რინიუებლზი“ კომპანიის დირექტორის სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

კომპანია „ენკა რინიუებლზი“ კომპანიის დირექტორის საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„ 4 აპრილს, „ენკა რინიუებლზმა“ მიმართა სახალხო დამცველს, შეესწავლა პროექტის მოწინააღმდეგეთა მხრიდან კომპანიის თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების შეურაცხყოფის ფაქტები.

კომპანიამ ითხოვა უფლებადამცველთან შეხვედრა, რასაც მოჰყვა სათანადო რეაგირება და „ენკა რინიუებლზის“ დირექტორი მერაბ ლომინაძე სახალხო დამცველს დასავლეთ საქართველოში მადონა ბასილაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე მერაბ ლომინაძემ სახალხო დამცველის კითხვებს უპასუხა, გააცნო არსებული სიტუაცია, თუ რა ვითარებაში უწევთ კომპანიის თანამშრომლებს მუშაობა.

დაინტერესების შემთხვევაში, კომპანია მიაწვდის ყველა საჭირო დოკუმენტაციას საქართველოს სახალხო დამცველ ორგანოს.

შეხვედრაზე მერაბ ლომინაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კომპანია მზადაა ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან კონსტრუქციული დიალოგისთვის.

კომპანია „ენკა რინიუებლზი“ იმედოვნებს, რომ სახალხო დამცველის ოფისის მხრიდან ამ ყველაფერს მოჰყვება სათანადო რეაგირება“, – ნათქვამია „ენკა რინიუებლზის“ განცხადებაში.

Share