Home » ბიზნესი » ENKA-მ ნამახვანი ჰესის სამშენებლო მოედანზე ნათია თურნავას უმასპინძლა

ENKA-მ ნამახვანი ჰესის სამშენებლო მოედანზე ნათია თურნავას უმასპინძლა

ნამახვანის ჰესების კასკადის საპროექტო კომპანია ENKA Renewables-მა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები  გააცნო.

სამუშაოები 2020 წლის მაისში დაიწყო და ამჟამად ერთდროულად ოთხ ლოკაციაზე მიმდინარეობს. პროექტში უკვე 370-მდე ადამიანია ჩართული. ჯამში ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი 2000-მდე ადამიანს დაასაქმებს, მათგან 1600-მდე საქართველოს მოქალაქე იქნება.

DCIM100MEDIADJI_0054.JPG

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით ხორციელდება. მისი ძირითადი ინვესტორი და 90%-იანი წილის მფლობელი 63-წლიანი ისტორიის მქონე კორპორაცია ENKA-ა (ENKA İnşaat ve Sanayi A.Ş.). იგი ძირითადად ინჟინერიის, მშენებლობისა და ენერგეტიკის დარგებში ოპერირებს და ამჟამად მსოფლიოს 64 ქვეყანაში 20,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

DCIM100MEDIADJI_0183.JPG

„ნამახვანი ჰესის პროექტი ენერგეტიკაში საუკუნის პროექტია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მსხვილი ჰიდროსადგური დადგმული სიმძლავრით 430 მგვტ; მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 800 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, რომელსაც თურქული კომპანია ENKA ახორციელებს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ეს რომ ეს არის საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაში შეტანილი ძალიან დიდი წვლილი, რადგან მშენებლობის დასრულების შემდეგ საკუთარი გენერაციით ჩვენი მოხმარების თითქმის 12 პროცენტი იქნება უზრუნველყოფილი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს არის დიდი დასაქმება და კეთილდღეობა, რაც ამ პროექტს მოაქვს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. პიკში აქ იქნება საქართველოს 1600-მდე მოქალაქე დასაქმებული. ასევე გარდა ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დიდი ინვესტიციისა, მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორი მონაწილეობს სხვადასხვა ტიპის სოციალურ პროექტში და ეს არის ერთ-ერთი კარგი მაგალითი, როდესაც ასეთი მსხვილი დიდი სამშენებლო პროექტი მთავრობის ჩართულობით შეიძლება განხორციელდეს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ნამახვანის ჰესების 430-მეგავატიანი კასკადის წლიური გამომუშავება 1,500 გგვთ.სთ-ს მიაღწევს, რაც 2019 წელს საქართველოს მთლიანი მოხმარების 11.7%-ის ტოლია.

„ჩვენთვის დიდი პატივია ისეთი მასშტაბური, სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე პროექტის განხორციელება, როგორიციაა ნამახვანის ჰესების კასკადი. ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა „Engineering News-Record“ 1981 წლიდან ასახელებს ENKA-ს საუკეთესო საერთაშორისო სამშენებლო კომპანიების ასეულში. ჩვენი კომპანია მრავალჯერ გახდა „საუკეთესო გლობალური პროექტების ჯილდოს“ ლაურეატი (ENR Global Best Projects Awards), რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის კომპეტენტურობას, პრინციპულობას, ბიზნეს-ეთიკის მაღალ სტანდარტებს, მაღალ პასუხისმგებლობას როგორც სოციალურ, ისე გარემოსდაცვით საკითხებში. გლობალური პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, მოსამზადებელი სამუშაოები 2020 წლის მაისში დაიწყო და ყველა რეგულაციის დაცვით აქტიურად მიმდინარეობს. საქართველოს ეკონომიკაში 800 მილიონამდე აშშ დოლარის მოცულობის პირდაპირ ინვესტიციას ვახორციელებთ. გეგმაში გვაქვს 2000-მდე ადამიანის დასაქმება და მათი 80% საქართველოს მოქალაქე იქნება. გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს არაერთი სოციალური პროექტი, რომელიც რეგიონის მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს. უკვე აქტიურად ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებუთ, მათ შორის – მცირე ბიზნესისა და განათლების ხელშეწყობის სფეროებში“, – განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა ბარან ოზგენმა.

###

პროექტის ინვესტორის შესახებ: პროექტის ინვესტორის შესახებ: ENKA (ENKA İnşaat ve Sanayi A.Ş) კერძო მფლობელობაში არსებული კომპანიაა, რომელიც 1957 წელს ორმა ახალგაზრდა ინჟინერმა, შარიკ ტარამ და მისმა ნათესავმა შადი გულჩელიკმა დააარსეს. ამჟამად ENKA სტამბოლის ბირჟაზე კვოტირებული ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა: მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $5 მილიარდ დოლარს შეადგენს, 2019 წელს კი ბრუნვა $1.9 მილიარდი დოლარი იყო.

ENKA-ს ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პორტფელში ევროპაში, აზიაში, ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში განხორციელებული მსხვილი პროექტები შედის. მათ შორისაა 790-მეგავატიანი თბოსადგური ნიდერლანდებში, 4000 მგვტ ჯამური დადგუმილი სიმძლავრის მქონე სამი ელექტროსადგური თურქეთში, რომლებსაც თავად ENKA ფლობს და ოპერირებს, ასევე სხვა რიგი ენერგოობიექტები თურქეთში, რუსეთში, ერაყსა და ლიბიაში. ამ პროექტების ჯამური დადგმული სიმძლავრე 21,000 მეგავატს აღემატება.

ENKA-ს მიერ განხორციელებულ პროექტებს შორისაა ასევე ახალი აეროპორტები, საავადმყოფოები, სტადიონები, უმსხვილესი ხიდები, ბიზნეს-ცენტრები, პროექტები ნავთობისა და გაზის სექტორში, ცათამბჯენები. ამასთანავე, კომპანია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კონტრაქტორია სხვადასხვა ქვეყანაში ახალი საელჩოების მშენებლობაში. კერძოდ, ENKA იყო და არის ჩართული აშშ-ის 26 საელჩოს მშენებლობაში, მათ შორის – საბერძნეთში, მექსიკაში, ჰოლანდიაში, თურქეთში, ნეპალში და ა.შ.

 

Share