Home » ახალი ამბები » ენერგეტიკის მინისტრს ახალი მოადგილე რომეო მიქაუტაძე გახდა
ენერგეტიკის მინისტრს ახალი მოადგილე რომეო მიქაუტაძე გახდა

ენერგეტიკის მინისტრს ახალი მოადგილე რომეო მიქაუტაძე გახდა

ენერგეტიკის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს

როგორც  სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, მინისტრის მოადგილის თანამდებობა რომეო მიქაუტაძემ დაიკავა.

რომეო მიქაუტაძე ამ დრომდე, „საქრუსენერგოს“ გენერალური დირექტორი იყო, მანამდე, 2010-2013 წლებში კი გენერალური დირექტორის მოადგილე.

წინა წლებში მას ასევე ეკავა ,,საქრუსენერგოს“ შესყიდვების სამსახურის უფროსის, ასევე „ხრამჰესი 1“-სა და ,,ხრამჰესი 2“ -ს გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობა.

აქამდე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეები იყვნენ მარიამ ვალიშვილი, ირაკლი ხმალაძე და თორნიკე რიჟვაძე. ხმალაძემ თანამდებობა ცოტა ხნის წინ, ვალიშვილმა კი დღეს დატოვა.

Share