Home » საზოგადოება » ელზა ჯგერენაია: მაღალი რისკის საწარმოებში შრომის ინსპექტირება სავალდებულო გახდება
ელზა ჯგერენაია: მაღალი რისკის საწარმოებში შრომის ინსპექტირება სავალდებულო გახდება

ელზა ჯგერენაია: მაღალი რისკის საწარმოებში შრომის ინსპექტირება სავალდებულო გახდება

ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ელზა ჯგერენაიას განცხადებით, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კანონპროექტი მზადდება.

მისი თქმით, ამ ეტაპზე კომპანიების შემოწმება ხდება ნებაყოფლობის საფუძველზე, კანონპროექტის თანახმად კი, შემოწმება გახდება სავალდებულო მაღალი რისკის საწარმოებში, როგორიცაა სამთო მოპოვებითი, სამშენებლო სექტორი, ენერგეტიკა და ა.შ.

ჯგერენაია ვერ ასახელებს კონკრეტულ ვადებს, როდის დასრულდება ამ კანონპროექტზე მუშაობა, თუმცა იმედოვნებს, რომ ეს კანონპროექტი უახლოეს პერიოდში გადაეგზავნება მთავრობას, შემდეგ კი მისი ინიცირება პარლამენტში მოხდება. ჯგერენაიას ინფორმაციით, დარღვევების შემთხვევაში იქნება რეაგირება.

“რეაგირების სხვადასხვა ეტაპი არსებობს. გაფრთხილება, გონივრულ ვადებში მისი გადამოწმება, შემდგომ საჯარიმო სანქციები, განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმები ორმაგდება. ჩვენ დავეყრდნობით სხვადასხვა ქვეყნის მაგალითს. ასევე გავითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას”,- განაცხადა ჯგერენაიამ.

[wpolling id=”15″ width=”” height=””]
Share