Home » საზოგადოება » ელისაშვილი: სულ რომ მარტო შევიდეთ პარლამენტში, მარტო შევალთ – აღარ არის გაბუტვის და ზურგით დგომის დრო

ელისაშვილი: სულ რომ მარტო შევიდეთ პარლამენტში, მარტო შევალთ – აღარ არის გაბუტვის და ზურგით დგომის დრო

“სულ რომ მარტო შევიდე, მარტო შევალ, იმიტომ რომ დაგვემხო ეს ქვეყანა თავზე, აღარ არის ახლა გაბუტვის და ზურგით დგომის დრო. გამოვგლიჯოთ რაც გამოსაგლეჯია”.

ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა “პალიტრას” ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე, ოპოზიციის პარლამენტს გარეთ ყოფნა ერთმნიშვნელოვნად უპასუხისმგებლობაა.

მისი თქით, ოპოზიციამ “ქართულ ოცნებას” ხელიდან უნდა გამოგლიჯოს საარჩევნო სისტემის ძირფესვიანად შეცვლა.”

“ჩვენ ველოდებით მე-5 რაუნდს, თუ ის არ ჩატარდება, ჩვენ მოვიფიქრებთ შემდეგ როგორ უნდა ვიმოქმედოთ. იანვრის ბოლომდე უნდა მოხდეს ეს, იმის იქით ამის გაწელვა კი უპასუხისმგებლობა იქნება. ყოველთვის ვამბობდით ჩვენ, რომ მოთხოვნების ეროვნული ქვაკუთხედი არის არჩევნების წესის ძირფესვიანი ცვლილება.

ჩვენ არავის აღარ ველოდებით, სულ რომ მარტო შევიდეთ პარლამენტში, მარტო შევალთ. დაგვემხო ეს ქვეყანა თავზე და აღარ არის გაბუტვის დრო”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

Share