Home » საზოგადოება » ელისაშვილი: ნიკასადმი ჩემი ადამიანური დამოკიდებულების გათვალისწინებით, მზად ვარ ჩემი ხელფასი გადავურიცხო

ელისაშვილი: ნიკასადმი ჩემი ადამიანური დამოკიდებულების გათვალისწინებით, მზად ვარ ჩემი ხელფასი გადავურიცხო

ნიკასადმი ჩემი ადამიანური დამოკიდებულების გათვალისწინებით, მზად ვარ ჩემი ხელფასი გადავურიცხო, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელისთვის იმუნიტეტის შეჩერება, არ არის ნორმალური.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას მხარს არ ვუჭერთ უფლებამოსილების შეჩერებას. ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელისთვის იმუნიტეტის შეჩერება, არ არის ნორმალური. რაც შეეხება ნიკა მელიას, ამას წინათ ტელევიზიით მე მომმართა და თქვა რომ, ერთხელ გირაო გადავიხადე, ახლა კიდევ დამაკისრეს და ამდენი თანხა ნამდვილად არ მაქვს, მეორედ გირაო რომ გადავიხადოო.

გასაგებია 30 ათასი ლარი, მით უმეტეს, ორჯერ 30 ათასი ლარი არავის აქვს, არც მე მაქვს, სიმართლე გითხრათ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნიკასადმი ჩემი ადამიანური დამოკიდებულების გათვალისწინებით, მზად ვარ ჩემი ხელფასი გადავურიცხო“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

Share