Home » მსოფლიო » ეკონომისტები, რომლებიც მსოფლიოს ცვლიან
ეკონომისტები, რომლებიც მსოფლიოს ცვლიან

ეკონომისტები, რომლებიც მსოფლიოს ცვლიან

დღესდღეობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეინიშნება ფინანსური ბუმი. ძველი ეკონომიკური სახელმძღვანელოები და უკვე ნაცადი, გამოცდილი ხერხები კარგავენ ეფექტურობას. შესაბამისად, მსფოლიოს ყველა წამყვანი ეკონომისტი ცდილობს თავიანთი კვალი დატოვონ ფინანსური კრიზისების დაძლევაში, ახალი ინოვაციური მეთოდებით.

ცნობილი ეკონომისტები სხვადასხვა გზებს იყენებენ, საზოგადოებისთვის მათი იდეების გასაცნობად. მაგალითად, ფრანგმა აკადემიკოსმა ტომას პრიკეტმა გამოაქვეყნა წიგნი სახელად „კაპიტალი 21–ე საუკუნეში“, რომლის 1.5 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომისტები, პოლ კრუგმანი და ჯოსეფ სტიგლიცი კი უფრო სოციალურ ქსელსა და პრესაში აქტიურობენ.

თუმცა, ყველა წარმატებული ეკონომისტის იდეა არაა ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. ისინი მსოფლიო ეკონომიკის შეცვლას სცენის უკნიდან ცდილობენ.

#1 ჰა–ჯუნ ჩანი, კემბრიჯის უნივერსიტეტი

განათლება: სეულის სახელმწიფო უნივერსიტეტი

HaJoon

მას დიდი წვლილი მიუძღვის ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის განვითარებაში, თუმცა, ამავდროულად, არც პირადი სარგებელი დავიწყებია და საკუთრი გავლენის გამოყენებით, განვითარებადი ქვეყნების ხარჯზე საკმაოდ დიდი მოგება ნახა.

ჩანის იდეები საკმაოდ საკამათოა, თუმცა დიდ გავლენას ახდენს ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებებზე, როგორებიცაა საერთაშორისო სავალურო ფონდი და მსოფლიო ბანკი.

#2 კატერინა პისტორი, კოლუმბიის სამართლის სკოლა~

განათლება: ფრაიბურგის უნივერსიტეტი

pistor

„კრიზისის დროს კანონის უზენაესობა არ უნდა ზემოქმედებდეს ფინანსურ სისტემაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში,ის ჩამოიშლება“

– ეს სიტყვები პისტორს ეკუთვნის.

პისტორის მთავარი საქმიანობა არის ფინანსებისა და სამართლის ურთიერთდამოკიდებულების განვითრაება.  მის კვლევებში შეგვიძლია გავეცნოთ თუ როგორ ზეგავლენას ახდენს კანონი ფინანსური სისტემის ფორმასა და შემადგენლობაზე.

#3 ჩარლზ კალომირისი, კოლუმბიის ბიზნეს სკოლა

განათლება: იელის უნივერსიტეტი

Calomiris_www

„ფინანსური კრიზისი შემთხვევითი და გარდაუვალი არასდროს არ არის“

„კრიზისი ძირითადად წარმოიქმნება ბანკებსა და პოლიტიკოსებს შორის კომპლექსური გარიგებების შედეგად, როდესაც მთავრობა ან ვერ აკონტროლებს ამ პროცესებს, ან არ აკონტროლოებს. სწორედ ამიტომ ჰქონდა აშშ–ს 12 მასშტაბური საბანკო კრიზისი მე–19 საუკუნეში, ხოლო კანადას ერთი“

– ნათქვამია კოლომირისის ნაშრომში.

#4 ჯონ დანიელსონი, ლონდონის ეკონომიკური სკოლა

განათლება: დიუკის უნივერსიტეტი

jon-danielsson-2

„კრიზისი დროს საკუთარი „რისკ მოდელების“ ნდრობა ფულს დაგაკარგვინებთ“

რისკის მოდელები ამართლებს მხოლოდ ნორმალური ეკონომიკური კონდინციების პირობებში, ხოლო როდესაც საქმე ეხება კრიზისულ მდგომარეობას აუცილებელია მათემატიკური მეთოდების შეცვლა და რისკის მოდელების თავიდან გაანალიზება.

#5 მარიან ბერტრანდი, ჩიკაგოს უნივერსიტეტი

განათლება: ბრიუსელის უნივერსიტეტი

bertrand--621x414

„დამსაქმელები მეტ ყურადღებას განმცხადებლების სახელებს უთმობენ, ვიდრე კვალიფიკაციას“

2003 წელს მან შენდჰილ მულაინათან–თან ერთად ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა. სამსახურის საძიებო ონლაინ პორტალში დარეგისტრირდენ ორი სხვადასხვა არარსებული ექაუნთებით. ჩიკაგოში ემილი და გრეგი, ხოლო ბოსტონში ლაკიშა და ჯამალი.

„შედეგებმა აჩვენა, რომ ადგილი აქვს გარკვეულ დისკრიმინაციას“

მარიან ბერტრანდი არის „აქციონრები აღმასრულებელი დირექტორების წინააღმდეგ“ კვლევის ერთ–ერთი ფუძემდებელი. მისი აზრით დირექტორების მიერ მოპოვებული ბონუსები მეტწილად უფრო გამართლებას ეფუძვნება, ვიდრე საზრიანობას.

#6 ალვინ როთი, ჰარვარდი/სტენფორდი

განათლება: კოლუმბიის უნივერსიტეტი

roth

2012 წელს ალვინ როთმა, ლოიდ შეიპლთან ერთდ, მიიღო ნობელის პრემია. მათი კვლევის თანახმად, ვაჭრობისას ორივე მხარისთვის უფრო მომგებიანია გაცვლა, ვიდრე ნაღდი ანგარიშსწორება.

#7 რიჩარდ პორტესი, ლონდონის ბიზნეს სკოლა

განათლება: იელის უნივერსიტეტი

portes

„ობლიგაციების მფლობელებმა ხშირად უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან, რათა მიიღონ შეღავათები მსესხებლებისგან“

მისი ნაშრომების მიხედვით, ურთიერთთნამშრომლობის შედეგად დაწესებული პირობები მოვალე ქვეყნებისთის გაცილებით ეფექტურია. ამის კარგი მაგალითია არგენტინა.

#8 ჩარლზ გუდჰარტი, ლონდონის ეკონომიკური სკოლა

განათლება: კემბრიჯის უნივერსიტეტი

charles_goodhart_tylosand

„როდესაც, მთავრობა ან ცენტრალური ბანკი ცდილობს ნებისმიერი სახის სტატისტიკა, მაგალითად საფონდო ბირჟების სტატისტიკა, გახადოს ფარული პოლიტიკის ნაწილი, იგი მაშინვე გარდაიქმნება არასანდო სტატისიკათ“.

ჩარლზ გუდჰარტი გახლდათ Bank of England-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრი 1997 წელს.

#9 ალბერტო ალესინა, ჰარვარდის უნივერსიტეტი

განათლება: ბოკონის უნივერსიტეტი, მილანი

Brussels, Belgium 18 May 2011 Alberto Alesina , Nathaniel Ropes Professor of Political Economics , addresses a conference during the Brussels Economic Forum. Photo : Eric Vidal © EU

ალესინა გახლავთ 2009 წელს გამოქვეყნებული ცნობილი პობლიცისტური წერილის ავტორი, „ფისკალური პოლიტიკის ცვლილებები: გადასახადები დანახარჯების წინააღმდეგ“.

იმ პერიოდში,  სწორედ ეს წერილი გადხა ერთ–ერთი მთავარი „სახელმძღვანელო“ ქვეყნებისთვის ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვისას.

[wpolling id=”4″ width=”” height=””]

Share