Home » საზოგადოება » „ეკონომიკურმა ზრდამ ქვეყანას სულის მოთქმის საშუალება მისცა, მოლოდინია, რომ მარტიდან უნდა დაიწყოს ინფლაციის დონის შემცირება“

„ეკონომიკურმა ზრდამ ქვეყანას სულის მოთქმის საშუალება მისცა, მოლოდინია, რომ მარტიდან უნდა დაიწყოს ინფლაციის დონის შემცირება“

„ეკონომიკურმა ზრდამ ქვეყანას და ხალხს მისცა სულის მოთქმის საშუალება, მაგრამ ინფლაცია არის პარალელური, ძალიან მტკივნეული მოვლენა, რომელიც აწუხებს საზოგადოებას, პირდაპირ ურტყამს ადამიანების ჯიბეს და ამას აქვს სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზები. ვერავის სუბიექტურ ინტერესებში ვერ იქნება ინფლაციის მაღალი დონის არსებობა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გამომდინარე გლობალური ტენდენციებიდან, რაც შექმნილია, პირველ რიგში კოვიდის გამო, ინფლაციის დაბალი დონის შენარჩუნებას ვერ ახერხებს პრაქტიკულად ვერც ერთი ქვეყანა და ეს ტენდენცია ვრცელდება საქართველოზეც.

მისივე თქმით, თუ რაღაცის თავიდან აცილება შეუძლებელია, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დადგება.

„ჩვენ გვქონდა არა ერთი განხილვა. ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ ინფლაციის დონე იყოს უფრო დაბალი. უამრავი შეხვედრა და განხილვა გვქონია ამ თემასთან დაკავშირებით, მათ შორის, ეროვნული ბანკის, მთავრობის წარმომადგენლების ჩართულობით, რომლებიც ამტკიცებენ, რომ გამომდინარე იმ გლობალური ტენდეციებიდან, რაც არის ჩამოყალიბებული, პირველ რიგში, ისევ კოვიდის გამო, ინფლაციის დაბალი დონის შენარჩუნებას ვერ ახერხებს პრაქტიკულად, ვერცერთი ქვეყანა და ეს ტენდენცია ვრცელდება საქართველოზეც. ვერავის სუბიექტურ ინტერესებში ვერ იქნება ინფლაციის მაღალი დონის არსებობა.

ეს არის მოვლენა, თუმცა მოლოდინი რაც არის, რაც ჩვენ ვიცით ამ შეხვედრებიდან და განხილვებიდან, მარტიდან უნდა დაიწყოს ინფლაციის დონის შემცირება. ეს არის ოპტიმისტური მოლოდინი და იმედია ეს მოლოდინი გამართლდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Share