Home » მსოფლიო » „ეკონომიკური ზრდა ხშირად ვერ ასახავს რეალურ კეთილდღეობას” – არის თუ არა მშპ ცხოვრების დონის განმსაზღვრელი ძირითადი მაჩვენებელი?
„ეკონომიკური ზრდა ხშირად ვერ ასახავს რეალურ კეთილდღეობას" - არის თუ არა მშპ ცხოვრების დონის განმსაზღვრელი ძირითადი მაჩვენებელი?

„ეკონომიკური ზრდა ხშირად ვერ ასახავს რეალურ კეთილდღეობას” – არის თუ არა მშპ ცხოვრების დონის განმსაზღვრელი ძირითადი მაჩვენებელი?

მთლიანი შიდა პროდუქტის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ბიზნეს-სკოლა IMD-ის (International Institute for Management Development) პროფესორს არტური ბრისის განსხვავებული მიდგომა აქვს. Kommersant.ru-ს სტატიაში „მშპ გარდაიცვალა, გაუმარჯოს ბედნიერებას”, პროფესორი იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რატომ არ შეიძლება მშპ ქვეყნის კეთილდღეობის მთავარ კრიტერიუმად ჩაითვალოს. „კომერსანტი” გთავაზობთ არტურ ბრისის მოსაზრებას.

მთლიანი შიდა პროდუქტის თანამედროვე კონცეფცია 1924 წელს ეკონომისტმა საიმონ კუზნეცოვმა შექმნა და იმ დროიდან მშპ გახდა ეკონომიკის მოცულობის და განვითარების მთავარი მაჩვენებელი. ეს მიდგომა წარმოების, შემოსავლების და ხარჯების შესახებ მარტივ გათვლას ემყარება და აძლევს მთავრობებს ეკონომიკის მართვის ქმედით ინსტრუმენტს. ამის გარდა, ფართო გავრცელების გამო, მშპ არის მთავრობების წარმატებულობის შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი.

თუმცა მშპ არ ითვალისწინებს ბევრ სხვა ფაქტორს, პირველ რიგში განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკურ ზრდას და შემოსავლების უთანასწორობას შორის კავშირს.

ეკონომიკური ზრდა ძალიან ხშირად ვერ ასახავს რეალურ კეთილდღეობას. მაგალითად, 1960 – 2015 წლებში კოლუმბიის ეკონომიკა იზრდებოდა ძალიან მაღალი ტემპებით, რის შედეგადაც ქვეყანა გახდა რეკორდსმენი ამ მხრივ. თუმცა, ამის მიუხედავად კოლუმბია ვერ გახდა კონკურენტუნარიანი ქვეყანა.

საზოგადოებრივი კრიტიკა გაძლიერდა მას შემდეგ, როდესაც აღმოჩნდა რომ განვითარებულ ქვეყნებში მშპ იზრდებოდა, მაგრამ რეალური ხელფასები მცირდებოდა, რადგანაც ამ ზრდით ძირითადათ ხეირობდა კაპიტალი და არა სამუშაო ძალა.

შედეგად მთავრობებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაიწყეს შეფასების ალტერნატიული ინსტრუმენტების ძებნა. ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე დაიწყო მოქმედება ამ მიმართულებით – მაგალითად, 2011 წელს ბუტანის სამეფომ შემოიღო „ბედნიერების ინდექსი”, 2012 წელს იაპონიამ გამოითვალა „ცხოვრების ხარისხი”, 2013 წელს სამხრეთ კორეამ დააფუძნა პროგრამა „ბერნიერი განათლება ყველასთვის”, სინგაპურმა კი დაამუშავა პროგრამა „სამოქალაქო შეგნების და პიროვნების შესწავლის პროგრამა”.

ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკმა უკვე 3-ჯერ ჩაატარა ცხოვრების ხარისხის შესწავლა 34 ქვეყანაში.

ბუტანი არის კარგი მაგალითი იმის, თუ როგორ შეიძლება გაიზომის ბედნიერება, როგორც მშპ-ს ალტერნატივა. კომპლექსური შესწავლის ფარგლებში, მთავრობამ შეისწავლა ეროვნული კეთილდღეობის 4 ძირითადი პარამეტრი – თანასწორუფლებიანი ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება, კულტურის დაცვა, ეკოლოგია და სახელმწიფო მმართველობის დონე.

სწორედ ეს ფაქტორები განსაზღრავს იმას, რასაც ამ ქვეყანაში განმარტავენ როგორც ბედნიერებას – მოსახლეობის ცხოვრების დონე, ჯანდაცვის ხარისხი, განათლება, ეკოლოგია, სახელმწიფო მმართველობა, ფსიქოლოგიური მდგომარეობა, დროის გამოყენება, კულტურული მდგრადობა და საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობა. ბევრი სხვა ქვეყანა მიდის ამ გზით.

რატომ არიან ადამიანები ერთ ქვეყანაში უფრო ბედნიერები, ვიდრე მეორეში? რატომ გრძობს თავს დანიელი უფრო ბედნიერად, ვიდრე რუსი?

ყველაფერთან ერთად ბედნიერების შეგრძნება შეიძლება იყოს გამოწვეული გენეტიკური და კულტურული ფაქტორებით. ერთ-ერთმა კვლევამ დაადასტურა მოსაზრება, რომ ბუნებაში არსებობს რაღაც „ბედნიერების გენის” მსგავსი.

ბედნიერების განმარტებასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოკვლევა ჩაატარა ჰარვარდის უნივერსიტეტმა. აღმოჩნდა, რომ ბედნიერების შეგრძნება არაა დამოკიდებული შემოსავლების და კეთილდღეობის დონეზე. ბედნიერების მთავარი შემადგენელი ნაწილია ადამიანური ურთიერთობების ხარისხი – ისინი, ვინც გაიზარდნენ ოჯახის და მეგობრების გარემოცვაში და შეინარჩუნეს ახლო ურთიერთობა ადამიანებთან, ცხოვრობენ უფრო ბედნიერად. ამავე დროს ეს ახანგძლივებს ცხოვრებას სიბერეში.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკურმა პოლიტიკამ უნდა გაითვალისწინოს სხვა, უფრო ამბიციური მიზნები, რომელებიც დაკავშირებულია არა მხოლოდ პერსონალურ შემოსავალთან და შრომის ნაყოფიერების ზრდასთან, არამედ ადამიანურ ბედნიერებასთან.

რა თქმა უნდა, ბედნიერება სუბიექტური მცნებაა, თუმცა ჩვენ მაინც შეგვიძლია გავზომოთ როგორ აბედნიერებს ადამიანებს საზოგადოებრივ-ეკონომიკური და კულტურული გარემო.

ვართ თუ არა ჩვენ განვითარების იმ სტადიაზე, როდესაც ეკონომიკური ზრდა არის ეკონომიკური პოლიტიკის განხაზღვრელი მხოლოდ ერთი და არა ერთად-ერთი ფაქტორი? მე ვთვლი, რომ ჩვენი საზოგადოება მოითხოვს ახალ მიმართულებებს მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში.

შრომის ეფექტურობის და ინოვაციების ზრდა, რომელსაც ჩვენ ვადევნებთ თვალს ბოლო ათწლეულები, ხშირად არ იწვევს კეთილდღეობის ზრდას ქვეყნის მთელი მოსახლეობისთვის – ეს კი არ აძლავეს ადამიანებს ცხოვრებით კმაყოფილების და არსებული სისტემის სამართლიანობის შეგრძნებას.

კონკურენტუნარიანობის ზრდა ხშირად იყო შესაძლებელი შემოსავლების სამართლიანი გადანაწილების პრინციპის ინგორირების ხარჯზე. ჩვენ ვიცით, როგორი უნდა იყოს მთავრობის მოღვაწეობის ახალი მიმართულებები, მაგრამ ჯერჯერობით მაინც არაა ბოლომდე გასაგები, რა უნდა გაკეთდეს.

ჩვენ ვიცით, რა უნდა იყოს საზოგადოების განვითარების მთავარი მაჩვენებელი – ეს არის ადამიანების ბედნიერება, თუმცა ჩვენ ჯერ უნდა გავიგოთ, რა უდევს მას საფუძვლად და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ხალხმა ააგოს უფრო ჯანსაღი ურთიერთიბები, როგორ შეუძლია განათლების სისტემას პოზიტივი აზროვნების ხელშეწყობა, რა შეუძლია მთავრობებს ცხოვრებით კმაყოფილების დონის ზრდისთვის? რაღაცის გაზომვა ერთია, ხოლო მართვა სულ სხვაა.

წყარო: კომერსანტი

Share