Home » ეკონომიკა » ეკონომიკური ზრდა იძლევა საშუალებას, სესხი დამატებითი არ ავიღოთ – მამუკა მდინარაძე

ეკონომიკური ზრდა იძლევა საშუალებას, სესხი დამატებითი არ ავიღოთ – მამუკა მდინარაძე

ეკონომიკური ზრდა იძლევა საშუალებას, სესხი დამატებითი არ ავიღოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ჩვენ შეგვიძლია მთავარ ფაქტებს მივაქციოთ ყურადღება. რა თქმა უნდა, არსებობს დათქმები, მათ შორის კრედიტებთან და სესხებთან დაკავშირებით. შეგვიძლია ხაზგასმით, თავისუფლად და მთელი პასუხისმგებლობით ვთქვათ, რომ ამ დათქმებთან დაკავშირებით ყველა პუნქტი ქართულ სახელმწიფოს შესრულებული აქვს. ამ პუნქტებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს.

მიუხედავად ამისა, ქართულმა სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ რადგან ეკონომიკური ზრდა იძლევა ამის საშუალებას, დამატებით არ ავიღოთ სესხი, რომელიც კრედიტის სახით შეიძლებოდა ყოფილიყო დამატებით გამოყოფილი.

ეს არის მთავარი. ჩვენ გვახსოვს ჩვენი ოპონენტების რიტორიკა და მესიჯი რამდენიმე თვის წინ, რომ ეს ვალი იყო ჩვენი შვილების გადასახდელია, დღეს აღარ არის დამატებით ვალი ჩვენი შვილების გადასახდელი? ანუ როგორც უნდათ ისე ჭრიან და ისე კერავენ. ამიტომ ფაქტებს ვერავინ ვერსად გაექცევა.

მთავარია, რომ ჩვენ ვართ მართლებით ჩვენ პარტნიორებთან. ჩვენი კურსი არის დასავლური და რაც შეეხება კრედიტს იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ქართულ სახელმწიფოს არ დასჭირდება, ამას არ ავიღებთ.

თუმცა დათქმებს და შეთანხმების პირობებს, რაც ჩვენს პარტნიორებთან გვექნება, ყოველთვის შევასრულებთ, ვასრულებთ და ეს ასე იქნება”, – განაცხადა მდინარაძემ.

Share