Home » ეკონომიკა » ეკონომიკური შეზღუდვების ფასი
პაატა ბაირახტარი - საბანკო რეგულაციების გადახედვაზე საუბარი ნაადრევია

ეკონომიკური შეზღუდვების ფასი

აფბას ვიცე-პრეზიდენტის, პაატა ბაირახტარის ფეისბუქ პოსტი:

ერთი წლის წინ გამოვაქვეყნე ეს პუბლიკაცია, სადაც ავხსენი, თუ რატომ არ შეიძლებოდა ეკონომიკის ჩაკეტვა და რა დამანგრეველ შედეგებს მოიტანდა ეს ყველაფერი. ნუ მაშინ მთავრობისა და „მუშკეტერების“ რადიკალური ნაბიჯები პოპულარობით სარგებლობდა და ეკონომიკური ეფექტისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.

მოდი ვნახოთ ერთი წლის შემდეგ რა შედეგები მოგვიტანა, როგორც ეკონომიკური, ისე ეპიდემიოლოგიური მიმართულებით ამ ყველაფერმა.

  • მხოლოდ პირველი „ლოქდაუნის“ შემდეგ, უმუშევრობის კომპენსაციის მისაღებად, შემოსავლების სამსახურს 100 000-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა.
  • მეორე „ლოქდაუნის“ შემდეგ, სხვადასხვა მონაცემებით უმუშევართა რაოდენობამ 300 000 გადააჭარბა.
  • მსოფლიო ბანკის მონაცემებით 40 000 ადამიანზე მეტს შემოსავალი შეუმცირდა ქვეყანაში. (არ ეხება საჯარო სექტორს)
  • მეორე “ლოქდაუნის” შემდეგ 10 000 ბარ-რესტორნედან, 50%-საერთოდ გაკოტრდა და დაიკეტა.
  • ეროვნულმა ვალუტამ ამ პერიოდში, თითქმის 70 პუნქტიანი დევალვაცია განიცადა და ეროვნულმა ბანკმა ლარის შესანარჩუნებლად 800 მლნ დოლარზე მეტი დახარჯა რეზერვებიდან.
  • ქვეყნის საგარეო ვალმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და კანონით დადგენილ 60%-ან ნიშნულს გადააჭარბა.
  • მშპ ერთ სულზე, დოლარში გამოსახული შემცირდა და 2012 წლის დონეზე ჩამოვიდა.

________________________________ VS _______________________________

o ამის მიუხედავადაც ყოველ 24 საათში საშუალოდ 20 ადამიანი იღუპება კორონა ვირუსით ქვეყანაში.

o მილიონ მოსახლეზე ლეტალობით 39-ე ადგილზე ვართ მსოფლიოში.

o ვაქცინირებულების საერთო რაოდენობა არ აღემატება 5,07%-ს.

o უკვე თითქმის ერთი წელია ქვეყანაში მოქმედებს კომენდანტის საათი.

Share