Home » ეკონომიკა » „ეკონომიკური კვლევის ცენტრი“ (ICER) სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მაჩვენებლებს ეხმაურება
„ეკონომიკური კვლევის ცენტრი“ (ICER) სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მაჩვენებლებს ეხმაურება

„ეკონომიკური კვლევის ცენტრი“ (ICER) სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მაჩვენებლებს ეხმაურება

როგორც ICER-ის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლევან ქისტაურმა განაცხადა, სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარი-ივნისის პერიოდის შემოსულობებმა 4 428 მლნ. ლარი შეადგინა, რაც გეგმიური მაჩვენებლის 95,5%-ია. ცნობისათვის, 2015 წლის ანალოგიური პერიოდის შესრულების მაჩვენებელი 105,7%-ს შეადგენდა.

ლევან ქისტაურის განმარტებით – „შემოსულობები შედგება შემოსავლებისაგან, არაფინანსური აქტივების კლებისგან, ფინანსური აქტივების კლებისგან და ვალდებულებების ზრდისგან.ამიტომ, მნიშვნელოვანია რომ ერთმანეთში არავურიოთ შემოსავლები და შემოსულობები.აღნიშნულ მუხლებში უკეთ გარკვევისათვის სასურველია გავეცნოთ საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციას, რომელიც ფინანსთა მინისტრის მიერ 2010 წლის #672 ბრძანებით არის დამტკიცებული“.

ICER-ის ხელმძღვანელის განმარტებით,სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ მონაცემებსსახელმწიფო ხაზინა გარკვეული პერიოდულობით აქვეყნებს.მ.წ. ივნისის თვის შესრულების დეტალური ანგარიში 20 ივლისისთვის გამოქვეყნდება. დღეისათვის არსებული ინფორმაციით კი შესაძლებელია მხოლოდ  სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, საგადასახადო შემოსავლების, გადასახდელებისა და გარდამავალი ნაშთის მაჩვენებლების შეფასება.

როგორც ლევან ქისტაური აცხადებს, სახელმწიფო ხაზინის მონაცემების მიხედვით,სახელმწიფო ბიუჯეტის 2016 წლისიანვარი-ივნისის პერიოდის ჯამურმა საგადასახადო შემოსავლებმა 3 744 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 0,8%-ით (24 მლნ. ლარით) აღემატება მ.წ. 6 თვის გეგმას, ანუ საგადასახადო შემოსავლების 6 თვის გეგმა შემოსულობებისგან განსხვავებით გადაჭარბებით შესრულდა.

„რაც შეეხება საბიუჯეტო გადასახდელებს, განვლილ 6 თვეში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 4679 მლნ. ლარი შეადგინა, რაც გეგმიური მაჩვენებლის 95%-ია. შარშანდელი ანალოგიური მაჩვენებელი კი 96,3%-ს შეადგენდა“ – აცხადებსICER-ისხელმძღვანელი.

მისი შეფასებით საინტერესო ტენდენციებია აგრეთვე, ბიუჯეტის გარდამავალი ნაშთის ცვლილებასთან დაკავშირებით.,,ივნისის ბოლოსთვის აღნიშნულმა მაჩვენებელმა 371 მლნ. ლარი შეადგინა, რაც წლის დასაწყისთან შედარებით 251 მლნ. ლარით, ხოლო წინა თვესთან შედარებით 103 მლნ. ლარით არის შემცირებული, ასეთი ხარჯვა კი ბუნებრივია არაერთგვაროვან გავლენას ახდენს ზოგადად მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, მათშორის ეკონომიკურ ზრდასა და ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე“ – აცხადებს ,,ეკონომიკური კვლევის ცენტრის“ (ICER-ის) ხელმძღვანელი ლევან ქისტაური.

Share